ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს მე რაზე ვისაუბრებ?! მან სჯობს თავის უფლებამოსილებებს მიხედოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტია "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეურაცხმყოფელი ტერმინით მოიხსენიებს და "ბნელებს" უწოდებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრების ჩამოსვლის კრიტიკის გამო.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს, იაპონიაში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
რას ნიშნავს, არ ვიცოდით ვინ შემოვიდა? ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, იმ წრიდან, რომელიც უშუალოდ პუტინის წრეა, ჩამოდის ქვეყანაში და არ ვიცით? გუშინ არ იცოდნენ თურმე, რომ სააკაშვილი იყო შემოსული, დღეს არ იციან, რომ სანქცირებული რუსები შემოდიან , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება ინფორმაციას საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების სტუმრობასა და კახეთში, საქორწინო წვეულების მოწყობის მცდელობას.
ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ახლა ვინოკუროვაა, ქმრის გვარზეა , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების სტუმრობასთან და დაგეგმილ ქორწილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში ვერ წაგვიყვანს! რუსული თვითმფრინავები არ სხდებიან ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ ქართველები, საქართველოს მოქალაქეები, შევალთ ევროკავშირში! , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს.
