ნოემბერი 19 2022

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალის უმთავრესი პრიორიტეტი იყო, არის და იქნება საქართველოს თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაცია; პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და მისი გადაყვანა დასავლურ სამედიცინო დაწესებულებაში; ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და მედიის თავისუფლება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


ნოემბერი 19 2022

პარტიის დამფუძნებელი, პუტინის პირადი პატიმარი, მოწამლული მესამე პრეზიდენტი კვდება, მისი ხმებით მოსული თავმჯდომარე მელია კი, მისი მისამართით ამომრჩევლის მიერ გამოთქმული კრიტიკით უკმაყოფილოა და "გულდაწყვეტილია" თურმე, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.


ნოემბერი 19 2022

შაბათს, 19 ნოემბერს, კიევიდან სამგზავრო მატარებელი ჩავიდა დეოკუპირებულ ხერსონში. ეს არის ხერსონში ჩასული პირველი შემადგენლობა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, - წერს ადგილობრივი გამოცემა „მოსტი“.


ნოემბერი 19 2022

ირანში აქციის მონაწილეებმა ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის საგვარეულო სახლ-მუზეუმს ცეცხლი წაუკიდეს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.


ნოემბერი 19 2022

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაზრდილია გრიპის ვირუსის შემთხვევები.


ნოემბერი 18 2022

რუსთავში, აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე, ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ერთი ადამიანი გარდაცვლილია, ორი - დაშავებული.


ნოემბერი 18 2022

მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, 20 ნოემბერს, 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად მივიდნენ.


ნოემბერი 18 2022

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტი შეადგინა.


ნოემბერი 18 2022

ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი "ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს, რომ მისმა ორგანიზაციამ დაასრულა ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნაზე მუშაობა. ჯიშკარიანის თქმით, დასკვნის მიხედვით, სააკაშვილი "სასწრაფოდ საჭიროებს სრულყოფილ დიაგნოსტიკას და მკურნალობას."


ნოემბერი 18 2022

გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10-მდე მანქანა დაზიანდა, მათ შორის - ერთი ავტობუსი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.


გვერდი 485 სულ 962
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.