შრომის უსაფრთხოების მიმართულებით 446 ობიექტი პირველადად შემოწმდა, განმეორებითად კი ჯამში 1074-მა ობიექტმა გაიარა ინსპექტირება. შემოწმების პროცესში 4538 დარღვევა გამოვლინდა.
გვაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ იღებს საკვებს. მას საჭმელი მიუტანეს, თუმცა უარი თქვა მიღებაზე. მედიკოსების ჯგუფები და ექიმები ღრმად შეშფოთდებიან, თუკი პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ ერთხელ დაიწყებს შიმშილობას, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა დონეცკის ოლქში გათავისუფლებული ქალაქის, ლიმანის ფოტოები.
პარტია „მოქალაქეების“ წევრის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება ფუჭი ძალისხმევაა.
ჩეხეთის ხელისუფლებამ რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, ქვეყანა დატოვონ. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჩეხეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განაცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაზრდილი დაფინანსების ნაწილი, დაახლოებით 30 მილიონ ლარი, მიმართული იქნება ქრონიკულ დაავადებათა მედიკამენტების დაფინანსებაზე.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სამხედრო სამსახურში გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა.
ირანის პოლიციასა და სტუდენტებს შორის თეირანის შარიფის უნივერსიტეტთან დაპირისპირება მოხდა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
უკრაინის მიერ ქალაქ ლიმანის დაკავება აჩვენებს, რომ ქვეყანა პროგრესს განიცდის და აქვს უნარი რუსული ძალები უკან დახიოს - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NBC-ს განუცხადა.
