აგვისტო 13 2022

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთის მოქალაქეებს სავიზო შეზღუდვები დაუწესოს.


აგვისტო 13 2022

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, იმ პირებს, ვისაც შენახვის უფლებით აქვთ რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, დროებითი მოწმობის საფუძველზე, იარაღის ტირში ან სასროლეთში გადატანის უფლება მიენიჭათ. დაინტერესებული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შეძლებენ დროებითი მოწმობის მიღებას, რომლის საფუძველზეც უფლება ექნებათ, იარაღი ტირში ან სასროლეთში გადაიტანონ და შენახვის ადგილზე დააბრუნონ, არაუმეტეს კვირაში ერთხელ.

 

შსს-ს ინფორმაციით, ამ დრომდე, ტირში ან სასროლეთში იარაღის გადატანის შესაძლებლობა მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობდა, რაც იარაღის მესაკუთრეთა უკმაყოფილებას იწვევდა.

 

მათივე ცნობით, იარაღის დროებითი მოწმობით შესაძლებელი იქნება შენახვის უფლებით რეგისტრირებული არაუმეტეს ხუთი იარაღის გადატანა, ხოლო ტირის ან სასროლეთის მფლობელის თანხმობის შემთხვევაში − გადასატანი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნების (ერთ იარაღზე არაუმეტეს 50 ვაზნა) გადატანა ტირში ან სასროლეთში. იარაღის გადატანისას პირმა თან უნდა იქონიოს იარაღის დროებით მოწმობა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა.

 

„იარაღის დროებითი მოწმობის მისაღებად მესაკუთრემ წერილობითი მოთხოვნით უნდა მიმართოს მომსახურების სააგენტოს. ტირში ან სასროლეთში იარაღის გადატანის მიზნით, იარაღის დროებითი მოწმობის საფასური წარმოადგენს ერთ ერთეულ იარაღზე − 30 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულ იარაღზე − 50 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულზე მეტ იარაღზე − 100 ლარი.

 

მომსახურების სააგენტო 3 სამუშაო დღის ვადაში გასცემს იარაღის დროებით მოწმობას, რომელშიც მითითებულია იარაღის ტირში ან სასროლეთში გადატანის და შენახვის ადგილზე დაბრუნების დროები.

 

ტირში ან სასროლეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ტირის ან სასროლეთის მესაკუთრე იარაღის დროებით მოწმობაში უთითებს ვიზიტის დასრულების დროს. იარაღის მესაკუთრე ვალდებულია, არაუგვიანეს მოწმობით განსაზღვრული დროისა, იარაღი და გამოუყენებელი ვაზნები დააბრუნოს შენახვის ადგილზე.

 

დროებითი მოწმობის გარეშე იარაღის გადატანა ან გადატანის სხვა წესების დარღვევა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

 

ამასთანავე, მომსახურების სააგენტო აქტიურად მუშაობს ელექტრონული პროგრამის შემუშავებაზე, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება და შესაძლებელი გახდება იარაღის დროებითი მოწმობის ელექტრონულად გაცემა, ასევე, იარაღის გადატანის ეფექტიანი მონიტორინგი.

 

აღსანიშნავია, რომ უკვე ამოქმედდა საქართველოს მთავრობის დადგენილება – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილების ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებებით, მნიშვნელოვნად გამარტივდა ღია ტიპის ტირებისსასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის ფუნქციონირების მიზნით შესაბამისი ნებართვის მიღების პირობები და პროცედურა.

 

მიღებული ცვლილებების თანახმად დადგინდა ნებართვის მიღების უფრო მოქნილი და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული პირობები და პროცედურები.

 

ცვლილებებით გათვალისწინებულია ყველა ის მექანიზმი, რომელიც აუცილებელია პრევენციისა და უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დასანერგად. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განაგრძობს უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფით და მოქალაქეებისთვის მოქნილი მომსახურების მიწოდების მიზნით სერვისების დახვეწას და გაუმჯობესებას“, – აცხადებენ შსს-ში.


აგვისტო 13 2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ი.ბ. თბილისში დააკავეს.


აგვისტო 13 2022

მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან სამაშველო ვერტმფრენმა 2 მესტიაში ჩამოიყვანა.


აგვისტო 12 2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის წევრებსა და სამხედროებს მოუწოდა, არ გაასაჯაროონ უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმები. ამის შესახებ განცხადება უკრაინის ლიდერმა ომის 169-ე დღის ბოლოს გამოქვეყნებულ ვიდეოში გააკეთა.


აგვისტო 12 2022

უკვე 14 დიაგნოზი აქვს დასმული და ბოლო 3 დღეში 3 დიაგნოზი დაემატა, რაც კატასტროფის ტოლფასია - ერთადერთი ხსნა, რომ ადამიანი გადავარჩინოთ, არის მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ძმამ, გიორგი სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედში“, მიხეილ სააკაშვილი მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.


აგვისტო 12 2022

შვედეთი უკრაინისთვის იარაღის წარმოებას არ გამორიცხავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.


აგვისტო 09 2022

გასული ერთი კვირის (02.08-09.08.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 12 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 11 199 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.


აგვისტო 09 2022

პირველი ივლისის მდგომარეობით, კორონავირუსით 153 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა. ამის შესახებ კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.


აგვისტო 09 2022

პირველი ივლისის მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით 15 103 ორსული დაინფიცირდა. ამის შესახებ კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.


გვერდი 521 სულ 962
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.