საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კიევში იმყოფება.
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის დროს შალვა პაპუაშვილი შეხვედრას გამართავს თავის კოლეგასთან, რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი განცხადებები გაკეთდება.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.
„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, სავარაუდოდ, მაისიდან პურის ფასი გადაიხედება და დაახლოებით 20 თეთრით გაიზრდება.
დახმარება, რომელიც უკრაინას მიეწოდება, გამიზნულია მისი ხალხისთვის, თუმცა უკრაინას ასევე სჭირდება იარაღი, რომლითაც უნდა იბრძოლოს. მადლობელი ვართ, რომ ომის 50-ე დღეს უკრაინა მიეწოდება მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება, რომელიც ჩვენს სამხედროებს ასე სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის დასახმარებლად American Chamber of Commerce in Georgia-ს მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "მსოფლიოს ყველა ქვეყანა" მზად უნდა იყოს იმ შესაძლებლობისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ზელენსკიმ კიევში, პრეზიდენტის ოფისიდან CNN-ს ინტერვიუში განუცხადა, რომ პუტინს შეუძლია მიმართოს ბირთვულ ან ქიმიურ იარაღს, რადგან ის არ აფასებს უკრაინელი ხალხის სიცოცხლეს.
„არა მხოლოდ მე - მთელმა მსოფლიომ, ყველა ქვეყანამ უნდა ინერვიულოს, რადგან ეს შეიძლება არ იყოს რეალური ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება იყოს სიმართლეც. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, მათთვის ხალხის სიცოცხლე, არაფერია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ არ შეგვეშინდეს, არ შეგვეშინდეს, მაგრამ ვიყოთ მზად. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის საკითხი, არამედ მთელი მსოფლიოსი", - განაცხადა ზელენსკიმ.
საქართველოს მთავრობა ასაჯაროებს ევროკომისიის კითხვარს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა.
დელეგაციაში არიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები – დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი – გიორგი ხოჯევანიშვილი.
დელეგაციის წევრების განცხადებით, უკრაინაში მიდიან, რათა უკრაინელ მეგობრებს ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადონ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ არიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ იქნებიან, ხოლო ოპოზიციონერმა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, რომ „ევროპელი სოციალისტების“ წევრები უკრაინაში ობიექტური მიზეზების გამო ვერ წავიდოდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ საქართველოდან უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება.
ოკუპანტები მაქსიმუმ ხუთ დღეს გვაძლევდნენ, ჩვენ უკვე 50 დღეა, ვიბრძვით, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომიდან 50-ე დღის ბოლოს გავრცელებული მიმართვის დროს გააკეთა.
რუსეთი ბრაზილიას საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკსა და “დიდ შვიდეულში“ მხარდაჭერას სთხოვს, იმისთვის, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამკლავებაში დაეხმაროს, - ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
