აპრილი 19 2022

ჩვენ გვაქვს უკვე სამი აღიარებითი ჩვენება, ერთი ეს არის ბოკერია, მეორე ვაშაძე და მესამე მშვენიერაძე, სამივემ აღიარა, რომ შეკრებაზე განიხილებოდა ხელისუფლების ცვლილების საკითხი სამოქალაქო აქტივიზმის საფუძველზე, ეს არის აღიარებითი ჩვენება, ის მინიმალური აღიარება, რაც მათ დადეს, შესაბამისად, დაადასტურეს ის ინფორმაცია, რაც ჩვენს ხელთაც არსებობდა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ტვ პალიტრის“ ეთერში.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ადამიანები შეკრებილი იყვნენ იმისთვის, რომ ემსჯელათ ხელისუფლების გადატრიალებაზე. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის სხვაგან, ხალხი სხვაგან, ასეთ დროს ვერავითარ სამოქალაქო აქტივიზმს ვერ დაგეგმავს ვერც გიორგი მშვენიერაძე, ვერც მიშა მშვილდაძე და ვერც გიგა ბოკერია.

„სამოქალაქო აქტივიზმი ვიცით, რაც არის, პოლიტიკურ პარტიასთან სამოქალაქო აქტივიზმი არ არის კავშირში, სამოქალაქო აქტივიზმი არის დამახასიათებელი სამოქალაქო სუბიექტებისთვის, პოლიტიკური სუბიექტები პოლიტიკური აქტივზმით არიან დასაკავებულნი. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად გაგუგებარია, რას აკეთებდნენ ერთად პოლიტიკური პარტიები, მედია საშუალებები და ე.წ ენჯეოები. ანუ, რა კავშირი ჰქონდა ამ სამ სუბიექტს ერთმანეთთან, ერთად რატომ მსჯელობდნენ სამოქალაქო აქტივიზმის გამოყენებით სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებაზე ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების გადატრიალებაზე. ფაქტიურად, ამ სამმა სუბიექტმა ეს ყველაფერი აღიარა, დაემთხვა ჩვენს მიერ მიღებულ ინფორმაციას, შესაბამისად, ყველაფერი არის ცხადზე ცხადი, ანუ შეიკრიბნენ კონკრეტული სუბიექტები, პარტიები, ენჯეოები, ტელევიზიები იმისათვის, რომ ერთად დაეგეგმათ გადატრიალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, რაც იქ დაიგეგმა, მოგვიანებით სააკაშვილმა გაახმოვანა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.

„ეს არის გაგრძელება, იქ რაღაცები დაიგეგმა, შესაბამისად ეს გაახმოვანა მოგვიანებით სააკაშვილმა, მანამდე რამდენიმე აქცია ჩაატარეს, მართალია წარუმატებელი, მაგრამ ესეც რა თქმა უნდა, ამ ღონისძიების გაგრძელება იყო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აბსოლუტურად გამართლება არ აქვს, როდესაც პოლიტიკური პარტია, ენჯეო, მედისაშუალება, სრული ლუსტრაციაა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამი სუბიექტი, რომელთაგან ერთი არის პოლიტიკური, ორი არ არის პოლიტიკური, ნუ ფორმალურად მაინც და არ აქვს უფლება, ერთს არ აქვს უფლება ჩაერთოს პოლიტიკურ აქტივიზმში და მეორეს არ აქვს უფლება ჩაერთოს სამოქალაქო აქტივიზმში. ეს არის პოლიტიკის და სამოქალაქო მოძრაობების კანონები, ხომ? ერთს არ აქვს ამის უფლება, სრული აღრევაა, ეს არის სრული ლუსტრაცია, გამომჟღავნება აბსულუტურად ყველაფრის, ჩვენ ვამბობდით, ეს ენჯეოები არიან ე.წ. ენჯეოები, ეს ტელევიზიები არიან ე.წ. ტელევიზიები, სინამდვილეში ეს ტელევიზიები არიან კონკრეტული პარტიის პიარსამსახური და ენჯეობი არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის აქტივი, რასაც ვამბობდით, ის დადასტურდა ამ ერთი ღონისძიებით, დაადასტურეს თავიანთი აღიარებითი ჩვენება. წარმატების დიდი რესურსი მათ არ აქვთ და თვითონაც საკმაოდ იმედგაცრუებული იყვნენ ამ ღონისძიებით, რომლის სათაური იყო საინტერესო – „როგორ დავასრულოთ ტირანია“. თვითონ ხვდებიან, ტირანია, რომ იყოს ბუნებრივად იქნებოდა საზოგადოებაში წინააღმდეგობა და როცა არის ბუნებრივი წინააღმდეგობა ამ დროს უფრო ადვილია სამოქალაქო აქტივიზმის დაგეგმვა, მაგრამ როცა ტირანია არ არის, ბუნებრივია, საზოგადოებრივი პროცესიც არ არის. ამას თვითონ ხვდებიან, იმიტომ არ აქვთ არანაირი რესურსი, ბათუმშიც იმიტომ მოვიგეთ იმ 69%-ით არჩევნები, რომ აბსოლუტურად მოწყვეტილი არიან რეალურად ხალხს და მის ინტერესებს. „ნაციონალური მოძრაობა“ არის სხვაგან, ხალხი არის სხვაგან და ასეთ დროს ვერავითარ სამოქალაქო აქტივიზმს ვერ დაგეგმავ, ვერც გიორგი მშვენიერაძე, ვერც მიშა მშვილდაძე და ვერც გიგა ბოკერია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


აპრილი 19 2022

საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „ფრანს 5“-ის სატელევიზიო ეთერში ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ.


აპრილი 19 2022

საბერძნეთიდან და ესპანეთიდან გამოძევებული რუსი დიპლომატების რუსეთში დასაბრუნებლად მოსკოვიდან გაგზავნილი თვითმფრინავი იძულებული იყო შემოვლითი გზით 15 000 კილომეტრზე მეტი ეფრინა, - შესაბამისი ინფორმაცია ვებგვერდ FlightRadar24-ზეა განთავსებული.


აპრილი 19 2022

ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა - უკრაინის შეიარაღება და ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებით რუსეთის სისხლისგან დაცლაა,


აპრილი 19 2022

სააკაშვილს შეუძლია, ნებისმიერი ტიპის კონსულტაციები გამართოს, ნუ ვუწყენთ, რადგან პატიმარს სჭირდება გარკვეული გართობა და ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ,


აპრილი 19 2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნევროლოგმა ოთარ თოიძემ განუცხადა.


აპრილი 19 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ წყნეთში 30 წლის მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, წყნეთში, ლ.გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროს დეტექტივს ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღიდან, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით აგრძელებს.


აპრილი 19 2022

სათბურის აირებს შორის, მეთანი ყველაზე მავნებელია, რადგან მას კლიმატის კრიზისის უფრო გაღრმავება შეუძლია. ჩვენს ატმოსფეროში ის სულ მცირე 25-ჯერ უფრო ეფექტიანად „ამწყვდევს“ სითბოს, ვიდრე ნახშირორჟანგი.

წვისას ის არც ისე ეფექტიანია — ბუნებრივი აირის ენერგიის ნახევარზე მეტი შესაძლებელია გარდაიქმნას ელექტროენერგიად.

მეთანის ყოველი ნაწილიდან უფრო მეტი ელექტრონის დაჭერის მცდელობისას, ნიდერლანდელმა მეცნიერებმა ელექტროსადგურის უფრო არატრადიციული ფორმა შეისწავლეს — ისეთის, რომლის დასანახადაც მიკროსკოპი დაგჭირდებათ.

„ეს შეიძლება ძლიერ გამოსადეგი იყოს ენერგოსექტორში. ბიოგაზის ამჟამინდელ დანადგარებში, მეთანს მიკროორგანიზმები აწარმოებენ, რომელიც შემდეგ იწვება, ამოძრავებს ტურბინას და გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. ენერგიად ბიოგაზის ნახევარზე ნაკლები გარდაიქმნება და ეს გახლავთ მაქსიმალური მიღწევადი სიმძლავრე. გვსურს შევაფასოთ, შეგვიძლია თუ არა უკეთესად ვიმოქმედოთ მიკროორგანიზმების გამოყენებით“, — ამბობს რედბუდის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი კორნელია ველტე.

მათი კვლევის მთავარი ფოკუსი იყო არქეების ერთი ტიპი, ბაქტერიის მსგავსი მიკრობები, რომლებიც გამოირჩევიან უცნაურ და უხეშ გარემოში გადარჩენის განსაკუთრებული უნარით; მათ შორის, შეუძლიათ მეთანის დაშლა ჟანგბადნაკლულ გარემოში.

ეს კონკრეტული ტიპი, რომელსაც ანაერობულ მეთანოტროფულ არქეებს (ANME) უწოდებენ, ამ მეტაბოლურ ხრიკს ახერხებს ელექტროქომიურ რეაქციათა ჯაჭვში ელექტრონების ჩატვირთვის გზით, იყენებენ საკუთარ უჯრედებს გარეთ არსებულ რაიმე სახის ლითონს ან არალითონებს ანდაც მათ საკუთარ გარემოში სხვა სახეობებს გადასცემენ.

ANME-ს გვარი, სახელად Methanoperedens-ი პირველად 2006 წელს აღწერეს და დაადგინეს, რომ ნიტრატების მცირე დახმარებით, ახდენს მეთანის დაჟანგვას და ამას საკუთარ გარემოში ახერხებს, ნიდერლანდების სასუქებით გაჟღენთილ ჭაობებში.

მიკრობული საწვავის უჯრედებში მიმდინარე ამ პროცესიდან ელექტრონების ამოღების მცდელობები დასრულდა მცირე ძაბვის წარმოქმნით, იმის რაიმე აშკარა დადასტურების გარეშე, თუ ზუსტად რა პროცესები შეიძლება იდგეს ამ კონვერტაციის მიღმა.

თუ ამ არქეებს ოდესმე აღმოაჩნდებათ იმედისმომცემი გამოყენება მეთანის შთამნთქმელი ენერგოუჯრედების სახით, ამისათვის აუცილებლად რაღაც ჭკვიანური მიდგომა იქნება საჭირო.

https://cdn.1tv.ge/app/uploads/2022/04/1650282174-978-3-540-77587-4_147_Fig2_HTML-300x291.jpg 300w" alt="" width="497" height="482" class="aligncenter size-full wp-image-1636265" style="box-sizing: border-box; vertical-align: middle; width: auto; clear: both; height: auto; margin: 20px auto; display: block; transition: all 0.2s ease 0s; overflow-wrap: break-word; word-break: break-word; max-width: 100%;" loading="lazy" />

სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ Methanopereden-ები ადვილად კულტივირებადი მიკრობები არ არის.

ამიტომ, ველტემ და მისმა კოლეგებმა შეაგროვეს იმ მიკრობთა ნიმუშები, რომლებზეც იცოდნენ, რომ დომინირებდნენ ეს მეთანის მშთანთქმელი არქეები, შემდეგ კი ისინი ჟანგბადნაკლულ გარემოში გაზარდეს, სადაც ელექტრონების ერთადერთი დონორი მეთანი იყო.

ამ კოლონიის სიახლოვეს, მათ ასევე მოათავსეს ლითონის ანოდი ნულოვანი ძაბვის ქვეშ, რითაც შეიქმნა ელექტროენერგიის წარმოაბისთვის საჭირო ეფექტიანი ელექტროქიმიური უჯრედი.

„შევქმენით ერთგვარი ბატარეა ორი ტერმინალით, საიდანაც ერთი ბიოლოგიური ტერმინალია, მეორე კი ქიმიური. ერთ-ერთ ელექტროდზე ბაქტერიები გავზარდეთ, რომელსაც ამ ბაქტერიებმა მეთანის გარდაქმნის შედეგად მიღებული ელექტრონები გადასცეს“, — ამბობს რედბუდის უნივერსიტეტის მიკრიბიოლოგი ელენ უბოტერი.

მას შემდეგ, რაც მეთანის ნახშირორჟანგად გარდაქმნა შეისწავლეს და გაზომეს მერყევი დენი, რომელიც კვადრატულ სანტიმეტრზე 274 მილიამპერამდეც კი ავიდა, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ დენის მესამედზე ცოტა მეტი პირდაპირ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული მეთანის დაშლასთან.

რაც შეეხება ეფექტიანობას, მეთანის ენერგიის 31 პროცენტი ელექტროენერგიად გარდაიქმნა, რითაც ის ზოგიერთი ელექტროსადგურის ეფექტიანობას გაუთანაბრდა.

ამ პროცესის დახვეწით შეიძლება შეიქმნას მაღალეფექტიანი, ბიოგაზზე მომუშავე ცოცხალი ბატარეები, რომლებიც გაზის ყოველი გოჯიდან უფრო მეტ ენერგიას გამოიღებს და შეამცირებს მეთანის შორ მანძილზე მილსადენებით გადატანის საჭიროებას. ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან მეთანის ზოგიერთი ელექტროსადგურის ეფექტიანობა მხოლოდ დაახლოებით 30 პროცენტამდეა.

ადამიანებმა აუცილებლად უნდა ვიპოვოთ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების გზები.

ტექნოლოგიური გამოყენების გარდა, გარემოში ამ სათბურის აირის უბრალოდ დაშლის ჭკვიანური გზის მიგნებაც არ იქნება ცუდი.

კვლევა Frontiers in Microbiology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.


აპრილი 19 2022

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის შედეგად განცდილი მნიშვნელოვანი დანაკარგის შემდეგ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედროების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ე.წ. „სპეციალურ ოპერაციაში“ მონაწილეობაზე უარი განაცხადა.


აპრილი 19 2022

ხარკოვში, რუსულმა ძალებმა დაბომბეს ეკლესია, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა თავს აფარებდა,


გვერდი 554 სულ 949
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.