სომხეთმა "აზერბაიჯანის აგრესიის" გამო დასახმარებლად რუსეთს მიმართა
სომხეთმა რუსეთს მიმართა მისი „სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიის“ გამო, „მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების“ რეალიზაციის მიზნით.
რუსეთისადმი მიმართვის გადაწყვეტილება წუხელ ერევანში მიიღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობდა. სომხეთმა მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოსაც და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომლის წევრები სომხეთთან და რუსეთთან ერთად არიან ბელარუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი.
წუხელ, პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის ქმედებებს დაუშვებელი უწოდა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ადეკვატური რეაქციის აუცილებლობას. პრესსამსახურის ოფიციალური ცნობების თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამ შინაარსის საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთანაც და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან.
სიახლეები
- თეირანში ღამით მომხდარი აფეთქებების შედეგად, ექვსი ბავშვი დაიღუპა
- ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
- ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 5 პირი დააკავეს
- 6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
