სინამდვილეში არავითარი პრობლემა არ არის. ადამიანი თვითდაზიანებას ცდილობს და იმასაც კი არ აკეთებს, სიმულირებს დღეების განმავლობაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნაზე.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღეს საპატიმროებში ყველა პირობა უზრუნველყოფილია და ასეთ პირობებში სიმულაცია და თვითდაზიანება წარმატებული ვერ იქნება.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვერც სიმულაცია, ვერც თვითდაზიანება და ვერც ამდაგვარი რამ ვერ გახდება მისი ვერც საზღვარგარეთ გადაყვანის და მითუმეტეს, გათავისუფლების, შინაპატიმრობის საფუძველი. აქ, ძალიან მარტივადაა საქმე, მომსახურების თვალსაზრისით საპატიმროებში ვითარება რადიკალურად გაუმჯობესებულია . ეს აღარ არის ის საპატიმროები, რაც წინა ხელისუფლების პირობებში იყო, როდესაც ციხეებში წლის განმავლობაში 150 ადამიანი იღუპებოდა. დღეს, ეს სტატისტიკა 12-ჯერ არის შემცირებული, იმიტომ, რომ სრულიად სხვა მომსახურება და პირობებია. შესაბამისად, ყველა პირობა უზრუნველყოფილია და თუ ვინმეს სურს თვითდაზიანება, სიმულაცია და ა.შ. ბუნებრივია, ასეთ პირობებში წარმატებული ვერ იქნება“,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე მმართველი პარტიდან არავინ საუბრობს.
„საქართველოში მკურნალობისთვის ყველანაირი საშუალება არის, თუ ამის საჭიროება იქნება და დღეს ამის საჭიროებაც არ არის“, - აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც სააკაშვილის დიაგნოზს შეეხება.
„დიაგნოზი რომ არ იცით და ამხელა პანიკა გაქვთ აწეული ეს მეტყველებს ზუსტად იმაზე, რომ ყველაფერი არის საპნის ბუშტივით. დიაგნოზიც კი არ იცით და ერთი კვირაა ამხელა კამპანია გაქვთ აწეული. რატომ არ იცით დიაგნოზი? იმიტომ, რომ ვიღაცები შევიდნენ და არ აწყობდათ იმ დიაგნოზის გამოტანა, რომელიც სინამდვილეში არსებობდა. სინამდვილეში კი, არავითარი პრობლემა არ არის. ადამიანი თვითდაზიანებას ცდილობს და იმასაც კი არ აკეთებს, სიმულირებს დღეების განმავლობაში. დიაგნოზი იმიტომ არ იცით, რომ არ გაწყობთ ეს დიაგნოზი. დიაგნოზის გარეშე რომ გაქვთ ერთკვირიანი კამპანია აწეული ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე,რომ ამ კამპანიას თავიდან ბოლომდე მხოლოდ პოლიტიკური შინაარსი აქვს“,- განაცხადა კობახიძემ.
„თქვენ რომ არ იცით, ეს ჩემთვის არის უკვე დიაგნოზის ცოდნა. თქვენ რომ რამე გცოდნოდათ ამას პირველი გამოიტანდით“,- მიმართა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს.
მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი ერთ-ერთი უკრაინელი მებრძოლის განცხადებით, დაჭრილები საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან.
ეს არის ჩვენი პრიორიტეტი - ვიმუშაოთ ყოველდღე, რომ ომი უფრო ხანმოკლე იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ძალიან საეჭვოა მოსკოვმა უახლოეს მომავალში სერიოზულად განიხილოს “სამხრეთ ოსეთის” შემოერთების საკითხი, ამ ტერიტორიის შემოერთებით მხოლოდ პრობლემებს მოიმრავლებს, - ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზარდა.
უკრაინასთან რუსეთის ომის გამო მსოფლიოში ფასების ზრდის ფონზე ინდოეთი ხორბლის ექსპორტს კრძალავს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
რუსული ძალები ხარკოვის მიმართულებით აქტიურ საომარ მოქმედებებს არ ახორციელებდნენ. მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ქალაქ ხარკოვიდან ჯარების გაყვანის უზრუნველყოფაზე, ოკუპირებული პოზიციებისა და მიწოდების მარშრუტების შენარჩუნებაზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტის დათმობა შემომთავაზა, რომ პუტინს სახე შეენარჩუნებინა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი არ იქნება ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთში, გურიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 3.0129 ლარი ეღირება, ევრო – 3.1286 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6730 ლარი.
