ორიოდე სიტყვა იმის შესახებ, თუ როგორ „უყვარს“ იან კელის ჩვენი ქვეყანა, – ასეთი სათაურით ავრცელებს პოსტს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი „ფეისბუქში“.
ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი აშშ-ის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა.
თუ დასავლეთი რუსეთის ტერიტორიაზე პოტენციური დარტყმისთვის კიევისთვის დიდ რადიუსზე მოქმედი იარაღის მიწოდებას დაიწყებს, ეს იქნება ნაბიჯი მიუღებელი ესკალაციისკენ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ულოცავს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება რუსთაველის გამზირზე 11:00 საათზე დაიწყება, რის ფარგლებშიც, 12:00 საათზე წვევამდელები ფიცს დადებენ, 20:30 საათზე კი გალა კონცერტი გაიმართება.
თუ საქონლის ხორცის მოყვარული ხართ, შრომა ნამდვილად ღირს იმ შედეგად, რაც წინ გელით!
პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ევროკავშირისთვის ამომწურავად მიეწოდებინა ინფორმაცია, რაც კითხვარით იყო გათვალისწინებული.
ავტობანის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა, რუსეთს პასუხი ახლავე დაუბრუნოს და არ დაელოდოს მის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში შიდა ქართლში იმყოფება.
მთავრობის მეთაური კასპში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ქალაქ კასპში მიმდინარეობს დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძის და მერაბ კოსტავას ქუჩებზე არსებული შენობების ფასადების განახლება, ცენტრალური მოედნისა და მიმდებარედ არსებული სკვერების რეაბილიტაცია. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია კასპის ცენტრისა და გიორგი სააკაძის სახელობის სკვერის მოწყობა, ჯამური ბიუჯეტით - 8.3 მლნ ლარი.
ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძისგან პროექტის მიმდინარობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. პრემიერი კასპის ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა, მათგან არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და კონკრეტული დავალებები გასცა.
მთავრობის მეთაურთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოებს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
