ნოემბერი 12 2021

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარში მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილა.


ნოემბერი 12 2021

Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფი პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის ამსახველ კადრებს „ტვიტერში“ ეხმიანება.


ნოემბერი 12 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გაკეთების მსურველთა რაოდენობა იზრდება და დღეის მონაცემებით, დაახლოებით 4 600-მდე ადამიანმა „ბუსტერი“ უკვე გაიკეთა.


ნოემბერი 12 2021

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროა.


ნოემბერი 12 2021

მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვალდებული ვართ, ამაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.


ნოემბერი 12 2021

"პროპორციულად სიკვდილობის მაჩვენებელი არ იმატებს, 1.4%-ის ფარგლებში რჩება, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში მონაცემები მაღალი და ტრაგიკულია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


ნოემბერი 11 2021
ქუთაისში პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლ ფშივარა იმყოფებოდა.

ნოემბერი 11 2021
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისში სტუმრად ჩამოსულ იმპრესარიოს ორლინ ანასტასოვს შეხვდა.

ნოემბერი 11 2021

“როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კადრების გავრცელებას ეხმაურება.


ნოემბერი 11 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეხმიანება სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კადრებს, რომელზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში იძულებით შეყვანისა და მისი საკანში განთავსების ფაქტია აღბეჭდილი.


გვერდი 600 სულ 962
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.