სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს.
COVID 19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა ქუთაისში.
მესტიის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად სასტუმროების აღწერა და იდენტიფიცირება განახორციელა.
საქართველოს საელჩო ისრაელში, ინფორმაციას იმ ახალი რეგულაციების შესახებ ავრცელებს, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელის ტერიტორიაზე 11 აგვისტოდან შევა ძალაში.
"ქართული ოცნების" დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენმა ძმებმა, ცეზარ და ლაშა ჩოჩელებმა პარტია შექმნეს.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ვერცერთ სოციალურ ქსელში შეხვლა ვერ მოხერხდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 აგვისტოს დღის ბოლოდან 14 აგვისტომდე საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
"გაიხსნა საზღვრები, რამაც, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მომატებული რისკია,"- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ნუ დაგვავიწყდება ის, რომ კორონა არის ჩვენ გვერდით - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება.
