"ისედაც რთული დიალოგი კიდევ უფრო გართულდა" - ბაქრაძე
"დიალოგის პროცესი ძალიან გაართულა ცესკო-ს მიერ გუშინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ვადების დაჩქარებით იქნა მიღებული", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა.
მისი თქმით, გართულებული დიალოგი კიდევ უფრო გართულდა.
"ისედაც რთული დიალოგის პროცესი უფრო გართულდა, დანარჩენს დაველოდოთ და შევხედოთ. შევდივართ იმ განწყობით, რომ გამოსავალი მოვძებნოთ და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ“, - განაცხადა ბაქრაძემ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
