ოქტომბერი 07 2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა საქართველოს მიუღებლად მიაჩნია.


ოქტომბერი 07 2020

„კრედიტების გადავადება იყო კარგად შეფუთული სიკეთე „საბანკო სექტორის“ მხრიდან“ –  ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ პარტიის ოფისში გამართულ მორიგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კომერციულმა ბანკებმა სიტუაციით ისარგებლეს და პანდემიამდე აღებული სესხის თანხა მსესხებლებს მნიშვნელოვნად გაუზარდეს.


ოქტომბერი 07 2020

ბევრჯერ მითქვამს ჩვენი ოპონენტებისთვის - ან წიგნი წაიკითხეთ, ან კალკულატორი აიღეთ, ან ელემენტარულ არითმეტიკას მიყევით, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ექსპერტების მოსაზრებას ეხებოდა საავადმყოფოს 48 მილიონად აშენებასთან დაკავშირებით.


ოქტომბერი 07 2020

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული 508 ახალი შემთხვევიდან, 259 პაციენტი აჭარიდანაა, 111 თბილისიდან, იმერეთში 91 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში 24, გურიაში 8, ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში 5-5, ხოლო შიდა ქართლსა და კახეთში 2-2.


ოქტომბერი 07 2020

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი დაემატაა, ერთი კი გამოჯანმრთელდა.


ოქტომბერი 07 2020

ქუთაისში, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის განცხადებით, ოფიციალური დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ ქუთაისის მერიამ გარე განათების ქსელისთვის 4200 ცალი ახალი სანათი მოწყობილობის შესყიდვა დაგეგმა, რისთვისაც არ გამოაცხადა ტენდერი და უკონკურენტოდ დაუკვეთა სანათები კონკრეტულ მომწოდებელს.

ტეგები:

ოქტომბერი 07 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 62-მდე გაიზარდა.


ოქტომბერი 07 2020

საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9753-ს შეადგენს.


ოქტომბერი 06 2020

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი შუშან სტეპანიანი უარყოფს აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სარაკეტო დარტყმების განხორციელება სცადა.

 

ამის შესახებ შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” წერს.

 

„აზერბაიჯანული მხარის განცხადება, რომ სომხურმა ქვედანაყოფებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე დარტყმის განხორციელება სცადეს, ტყუილია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენს სამიზნეს არ წარმოადგენს ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა, თუმცა ადგილმდებარეობის განურჩევლად, ყველა სამხედრო ობიექტი და ადგილი, საიდანაც ცეცხლს გახსნიან არცახის მიმართულებით, განადგურდება”, – წერს სომხეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი.

 

მანამდე, აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის განკარგულებით, ევლახის რაიონში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მონაკვეთზე სარაკეტო დარტყმების განხორციელება სცადეს, თუმცა მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ „აღნიშნული ტერორისტული მცდელობა აღკვეთა”.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე, ჰიკმეტ ჰაჯიევი „ტვიტერში“ წერს, რომ სომხეთის მიერ ბაქო-თბილისი-ჰეიჰანის მიმართულებით ნასროლი რაკეტა ნავთობსადენიდან ათ მეტრში ჩამოვარდა. გაჯიევის თქმით, მილსადენი არ დაზიანებულა.


ოქტომბერი 06 2020

COVID-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა წლის ბოლოსთვის მზად იყოს, - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ განაცხადა.


გვერდი 1048 სულ 1346
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.