„განებივრებული“ სომხეთის უკომპრომისო ქმედებებმა ყარაბაღის კონფლიქტი გარკვეული სახის განგრენად აქცია, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებში ქარტული ოცნება დამაჯერებლად - 63%-ით იმარჯვებს.
UEFA-ს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელარუსი ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა.
„სახელმწიფო ძალადობს საარჩევნო სუბიექტებზე და არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას, ჩემზე ზეწოლას ახორციელებს ბესო ზედელაშვილი, ხოლო ჩემი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის შვილს სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებიან“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო ახალ პაციენტებს ვეღარ იღებს. ამის მიზეზი კი ადგილების არარსებობაა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში Escapeland-„აქტიური ტურიზმის განვითარება და პოპულარიზაცია შავი ზღვის აუზში“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში, 134 კი თბილისში დაფიქსირდა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 66-მდე გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 10225 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 318 პაციენტი და საერთო რაოდენობა 5553-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1338-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 66 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
