დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ 8 აგვისტოს ომში დაღუპული წყალტუბოელი გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ქუთაისში, გმირთა მემორიალთან ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს ეხმაურება.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში არსებულ სახელმწიფო დაწესებულებებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
412 დაღუპული, მათ შორის, 169 ჯარისკაცი; 1 747 დაჭრილი; 130 000 იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან 30 000 დღესაც დევნილობაში ცხოვრობს; 35 000 განადგურებული სახლი; მიწასთან გასწორებული 53 ქართული სოფელი; რუსეთის მიერ დამატებით ოკუპირებული ხუთი ხეობა და 125 სოფელი; საქართველოს მოქალაქეებს დღემდე უწევთ ცხოვრება მავთულხლართების მიღმა, – ეს რუსეთ-საქართველოს შორის ხუთ დღიანი ომის შედეგებია.
გარდა დამჭიმი ეფექტისა, ამ ნიღაბს აქვს მკვებავი, დამატენიანებელი და გამწმენდი ექტებიც.
ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია. ამ ტრაგედიას ერთნაირად განვიცდით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს.
12 წელი სრულდება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წამოწყებისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ.
ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა 5 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს, მინსკში შეხვედრისას, ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც იგი სხვადასხვა საკითხებზე საუბრობს:
ბელგიის ყოველდღიურ გაზეთ «New Europe»-ში (იბეჭდება ბრიუსელში) დღეს, 7 აგვისტოს, გამოქვეყნდა ქართველი კინორეჟისორის გიორგი ხაინდრავას სტატია სათაურით „პოლიტპატიმრები იბრძვიან დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის, ჩვენ კი პატივი უნდა ვცეთ მათ მემკვიდრეობას“.