არის თუ არა სრულმასშტაბიანი ომის საშიშროება? - სომხეთ- აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანამა გუშინ, 28 ივლისს ინტერვიუ მისცა რუსეთის ტელეკომპანია «РБК»-ის ჟურნალისტს ილია დორონოვს, რომელშიც იგი შეეხო სომხეთში შექმნილ სიტუაციას კორონავირუსთან დაკავშირებით, სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტის თავუზის რაიონში, თურქეთთან და რუსეთთან ურთიერთობას და ა.შ.

 

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

 

- თქვენი აზრით, რამდენად იყო ამ დღეებში [12 ივლისიდან) მიმდინარე კონფლიქტის დროს სრულმასშტაბიანი ომის საშიშროება?

 

- დიახ იყო და მე ვიტყოდი, ეს არც ახლა არაა გამორიცხული. არსებობდა ამის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რადგან არიან ძალები და ქვეყნები, რომლებიც ამ დღეებში მომხდარ კონფლიქტს აღვივებდნენ...

 

- იქნებ დაასახელოთ...

 

- თურქეთი, პირველ რიგში, რომელიც კონფლიქტს აღვივებს. ამისათვის მას აქვს დღევანდელი და ისტორიული მიზეზები იმდენად, რამდენადაც თურქეთი უარს არ ამბობს სომხეტა გენოციდის პოლიტიკაზე. თურქეთის პრეზიდენტი არა მარტო არ აღიარებს სომხების გენოციდს, რომელიც 1915 წელს იქნა ჩადენილი ოსმალეთის იმპერიაში, არამედ მას ამართლებს კიდეც. მას აქვს ოცნება - ისევე როგორც გასული წლის დასაწყისში - გააკონტროლოს სამხრეთი კავკასია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უკვე 30 წელია თურქეთი ყოველდრიურად მუშაობს იმაზე, რომ ეს მიზანი და ეს ოცნება განახორციელოს. და თუ ეს მოხდება, მე ვფიქრობ, რომ ეს პირველ რიგში რუსებისთვის უნდა იყოს გასაგები, თუ როგორ გეოპოლიტიკური მიზანი აქვს თურქეთს და როგორი იქნება თურქეთის ფაქტორი სიტუაციის ამგვარი (შესაძლბელი თუ შეუძლებელი) განვითარების დროს.

 

- და რა როლი შეასრულა მოსკოვმა?

 

- მინდა აღვნიშნო, რომ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, განსაკუთრებით რუსეთმა და შესაბამისად, ის, რაც კრემლმა მოიმოქმედა, რაც გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეტა სამინისტრომ და რუსეთის არმიის გენშტაბმა, ამის შედეგი ისაა, რომ დღეს შედარებით სტაბილურობაა დამყარებული... მოკლედ, რუსეთმა ძალზე კონსტრუქციული როლი შეასრულა...

 

(...)

 

- ხომ არ გიმსჯელიათ 2008 წლის ვარიანტზე, როცა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის დაწყებული კონფლიქტის დროს რუსეთის არმია სამხრეთ ოსეთში შევიდა? თქვენ მზად ხართ რუსეთს დახმარებისთვის მიმართოთ - აზერბაიჯანთან სრულმასშტაბიანი ომის შემთხვევაში?

 

- რუსეთის არმიის ქვედანაყოფები ახლაც არის სომხეთში...

 

- მაგრამ ისინი კონფლიქტში არ მონაწილეობენ..

 

- დიახ, არ მონაწილეობენ და არც არავის აქვს იმედი იმისა, რომ რუსეთი მონაწილეობას მიიღებს - იმიტომ, რომ რუსეთი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა, რუსეთი შუამავალია და მე ვფიქრობ, რომ რუსეთმა ძალიან კოსტრუქციული როლი შეასრულა. რუსეთი სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო - როგორც შუამავალი და მიუმხრობელი, აშშ-სთან და საფრანგეთთან ერთად. სხვათა შორის, ეუთოს მინსკის ჯგუფის ფორმატში რუსეთი და აშშ ძალიან ნაყოფიერად თანამშრომლობენ.

 

 

წყარო: https://www.rbc.ru/politics/28/07/2020/5f200ae19a7947be35f43c26

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 503 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.