უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი სიმსივნეს ებრძვის. ამის შესახებ ქეით მიდლტონმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმას ტერაქტი უწოდა.
მოსკოვის ცენტრში სროლისა და ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსულ სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებული "ტელეგრამ არხი" “112” ავრცელებს.
“წვრილი პარტიები არჩევნებში იმის რისკს ხედავენ, რომ პარლამენტში შესაძლოა მხოლოდ ენმ და “ქართული ოცნება” მოხვდნენ. ამ დრომდე გამოქვეყნებულ კვლევებშიც დიდწილად ბარიერს ორი პარტია ლახავს, თუმცა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დღეის პოლიტიკური მოცემულობით, დამატებით კიდევ ოთხი პარტიაა, რომლებსაც ბარიერის გადალახვის პოტენციალი აქვთ, თუმცა, ეს წინასაარჩევნო კამპანიაზეა დამოკიდებული.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ ჩინეთის განვითარების ინსტიტუტის CDI-ის ვიცე-პრეზიდენტთან კუ ჯიანთან, აზიის განვითარების ბანკის ურბანული განვითარების უფროს სპეციალისტთან მარია პია ანკორასთან და რეგიონული განვითარებისა და დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
სსაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7000 ლარი ეღირება, ევრო – 2.9214 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3974 ლარი.
,,იმერეთის სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე” იმსჯელეს ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ,,იმერეთის ტურიზმის კლუბის” მიერ შემუშავდა.
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და პლეიოფის ფინალში გავიდა.