ივლისი 09 2020

ჟურნალისტი ვახო სანაია  პოლიციელის ჩვენების ნაწყვეტს სოციალურ ქსელში ასაჯაროვებს:

 

"პოლიციელის ჩვენებიდან. ეს იმ იკიპაჟის პოლიციელია, რომელმაც, ჩვენების მიხედვით, იაკობ ბრეგვაძე თბილისში, გუდვილთან ჩამოიყვანა. პოლიციელი ჰყვება - იაკობ ბრეგვაძემ გვითხრა, რომ საერთოდ არ ვიცნობდი იმ 5 ახალაზრდას, რომელთაც მერსედედის მგზავრებმა სცემესო. ანუ ვისთანაც ერთად ფეხით მოდიოდა, მათ არ ვიცნობდიო, ვისთანაც ერთად დაბადების დღეზე იყო, ერთად წამოვიდნენ, ხიდზე ვიდეოებს იღებდა და ლისზე წასვლას გეგმავდა, მათ არ ვიცნობდიო. უბრალოდ ჩემ წინ მიდიოდნენ და მერე ჩხუბი მოხდაო,"- წერს სანაია.

 


ივლისი 09 2020

შაქარაშვილის საქმეზე ერთერთი დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანომ მას საქმის მონაწილე ერთერთი პირის მეგობრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები შემთხვევით, შეცდომით გადასცა, შემდეგ კი ხელწერილის დაწერა მოსთხოვეს ამ მასალის გასაჯაროების თავიდან ასაცილებლად.


ივლისი 09 2020

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება:


ივლისი 09 2020

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმს“-ში The New York Times»), ამერიკაში ძეგლების დამხობა-ჩამოგდების მიზნით მიმდინარე აჟიოტაჟის ფონზე, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთშიც ბევრი ძეგლი ჩამოაგდეს და დაამხეს, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა“ (ავტორი - ენდრიუ ჰიგინსი).


ივლისი 09 2020

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის დაარსებული ისტორიული სასწავლო დაწესებულება სრულ რეაბილიტაციას გაივლის.


ივლისი 09 2020

ორშაბათიდან, 13 რიცხვიდან, ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


ივლისი 08 2020

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, ფეიბუქის საკუთარ გვერდზე, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს ეხმაურება:


ივლისი 08 2020

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას ეხმაურება:


ივლისი 08 2020

აშშ-ის ჟურნალ „ლანდშაფტური არქიტექტურის“ («Landscape Architecture Magazine») ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „ექსტრაორდინალური პირობების შემდეგ“, რომელშიც თბილისის არქიტექტურის, ახალი პროექტებისა და დასასვენებელ-გასართობი პარკების მოწყობის საკითხებია განხილული.


ივლისი 08 2020

რუსულ ჟურნალ „რიტმი ევრაზიი“-ში («Ритмы Евразии») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოს არჩევნებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს“, რომელშიც განხილულია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია, წინასაარჩევნო პოლიტიკურ ძალთა განლაგება, საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, პარლამენტის მიერ მათი მიღება, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დამოკიდებულება ცვლილებების მიმართ, საერთაშორისო შეფასებები და ა.შ. (ავტორი - ინა მარინინა).


გვერდი 1146 სულ 1374
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.