"ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რაც საყურადღებოა" -გიორგი გახარია
სამწუხაროდ, ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რაც უაღრესად საყურადღებოა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს, გვმართებს უაღრესი ყურადღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პირველი საკითხი, რასაც პრემიერი გამოეხმაურა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იყო. მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს უდიდესი ყურადღება იმისთვის, რო შენარჩუნდეს ის წარმატება, შედარებითი, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს ვირუსის მართვის თვალსაზრისით.
„დღეს გვიწევს საუბარი დავიწყოთ ისევ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით. მოგეხსენებათ, გუშინ გვქონდა ინფიცირების 24 შემთხვევა, დღეს 12, ბოლო დღეებში, სამწუხაროდ, ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რაც უაღრესად საყურადღებოა, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს, გვმართებს უაღრესი ყურადღება. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ გავრცელება ძირითადად კონცენტრირდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, რაც ყურადსაღებია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სოციალური სტრუქტურა ამ სოფლებისა გახლავთ ისეთი, რომ ჩვენი ბევრი მოქალაქე ამ სოფლებიდან შრომობს თბილისის და, საერთოდ, ქვეყნის სხვადასხვა ბაზრებსა თუ ბაზრობებზე. ამიტომ უკვე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი, ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება, შერჩევითი, ისევე როგორც ამ სოფლებში ჩატარდება აქტიური ტესტირება. საყურადღებოა, რომ შტაბს აქვს მიღებული დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ სიტუაციის შემდგომი გამწვავების პირობებში ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინე ზომების გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე და ამისთვისაც უნდ ავიყოთ მზად,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი გახარიას განცხადებით, ვირუსის სწორი, ეფექტური მართვა და ეკონომიკის სწრაფი აღორძინება არის ერთმანეთთან დაკავშირებული ორი საკითხი და ერთი მეორის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა აღნიშნულ სფეროებში.
„შემდგომ რაც ეტაპობრივად და ფრთხილად გავხსენით დაწესებული შეზღუდვები ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, რათა ეკონომიკური ცხოვრება გაგვეცოცხლებინა ქვეყანაში, მიუხედავად ამისა, უდიდესი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ, იმისთვის, რო შევინარჩუნოთ ის წარმატება, შედარებითი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ვირუსის მართვის თვალსაზრისით. ყველას უნდა გვახსოვდეს რომ ვირუსის სწორი, ეფექტური მართვა და ეკონომიკის სწრაფი აღორძინება არის პირდაპირ ერთმანეთთან დაკავშირებული ორი საკითხი, ერთი მეორის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა ან ერთ ან მეორე სფეროში, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო