ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი დაემატა. 52 წლის კაცი თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან გადმოიყვანეს.
ავსტრალიური აკადემიური გამოცემა „კონვერსეიშენი“ («The Conversation»), რომლის ოფისი მელბურნშია განთავსებული და რომელშიც ხშირად ქვეყნდება უცხოელი მკვლევარების ნაშრომები, ამჯერად აქვეყნებს ფრანგი მკვლევარის ქრისტინა დიუგან-კლემანის ანალიტიკურ სტატიას სათაურით „უკრაინა სანიტარული და პოლიტიკურ კრიზისებს შორის“.
რუსული გაზეთი „ნეზავისიმაია გაზეტა“ («Независимая газета») დღევანდელი, 10 ივნისის ნომერში ყურადღებას უთმობს სამხრეთკავკასიურ მოვლენებს, კერძოდ - საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების პრობლემეტიკას.
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 32 091 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 739 503-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4 -ით გაიზარდა და 822 გახდა.
ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე შემთხვევით არ მოხვდეს ინფიცირებული აბიტურიენტი - კორონავირუსის სიმპტომებით ადამიანი უნდა იყოს წინასწარ დიაგნოსტირებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, გამოცდების დაწყებამდე და გამოცდებს შორის პერიოდში საგამოცდო ოთახებში კონდიციონერები ჩართული იქნება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.
9-10 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი.
ჩვენი ამოცანაა, ვისწავლოთ ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფი დაბრუნება. ეს ბიუჯეტი ამაზეა აგებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
