“დაიწყება თუ არა უახლოეს პერიოდში კახი კალაძის გარემოცვის დაკავება და ვის აფრთხილებს დედაქალაქის მერი, რომ არანაირი უკან დახევა არ იქნება, თუკი კორუფციაში ვინმე შემჩნეული იქნება.
ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ ფინალს და ვნახოთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა მთავრობის მეთაურის ცვლილება.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
ესაა მორიგი ცინიზმი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. შოთაძის დაბრუნება ნიშნავს ფარცხალაძის რეანიმაციას, ყველაფერი უკანონობის რესტავრაციას, რის გამოც საზოგადოებამ აიძულა შოთაძე გადამდგარიყო,
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 34-34%-ს პოლიტიკოსებიდან დადებითი დამოკიდებულება დავით ბაქრაძის და კახა კალაძის მიმართ აქვთ.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ადგილობრივებს დეტალურად გააცნო, რას ცვლის „ბავშვის უფლებათა კოდექსი" და რა სიკეთეებს მოუტანს ეს რეფორმა ბავშვებსა და ოჯახებს.
საბჭოთა გამარჯვება მეორე მსოფლიო ომში რუსეთს დღესაც შთააგონებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, „გალერია მანეჟში“ გამართულ წლიური მიმართვის დროს განაცხადა.
ძალადობის მსხვერპლი ქალების რაოდენობა ყოველდღიურად, რომ იზრდება ამას გასული წლის სტატისტიკური მონაცემები მოწმობს. პრობლემა, რომელიც ისევ მოუგვარებელი რჩება. მოძალადე ხშირად ქმარი ან მეგობარი მამაკაცია.
შემაკავებელი ორდერების სტატისტიკას თუ გადავხედავთ 2018 წელს მათი რაოდენობა 7 645 იყო, 2019 წელს ეს ციფრი 9 000-ს გასცდა. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა უკვე პარლამენტშია, რომელიც განხილვას ელოდება.
შემაკავებელი ორდერი მოძალადისგან დაცვის საკმარისი მექანიზმი, რომ არ არის, ამას ის ფატალური შედეგები მოწმობს, რომელიც გასულ წელს დაფიქსირდა.
ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ ემა კამკიას ვესაუბრეთ, რომელიც ფონდი სოხუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს კურირებს:
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემასთან ყველაზე ხშირი, თითქმის ყოველდღიური, შეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. ამ უწყების თანამშრომლები, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, პირველები გადიან შემთხვევის ადგილზე და უშუალოდ ურთიერთობენ როგორც მსხვერპლთან, ასევე მოძალადესთან. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სამინისტრო სხვა უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის გადასაწყვეტად.
ასევე მინდა ავღნიშნო დაზარალებულთა დამოკიდებულება. მათგან ხშირად გვესმის, -მე არ წავალ სასამართლოში დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, რადგან როდესაც შემაკავებელი ორდერის დამტკიცებაზე პოლიციას მივმართე, მოვიდა უამრავი კაცი პოლიციელი, რომლებიც მისვამდნენ ისეთ შეკითხვებს, რომლებიც არ იყო შემხებლობაში საქმესთან და მორალურად ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. მე ვერ მივიღე ის დახმარება, რასაც ველოდი, ვერ ვიგრძენი თავი დაცულად, ამიტომ მირჩევნია, ჩემით მოვაგვარო პრობლემა და ა შ. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე კვლევის ფარგლებში რესპონდენტთა მცირე ნაწილმა თავი აარიდა უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბარს. მათი აზრით, შსს უმკლავდება პრობლემებს. ნაწილმა კი შედარებით ღიად ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებსაც თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აწყდებიან,“-აცხადებს FirstNews.ge-თან საუბარში ფონდი სოხუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსხასურის წარმომადგენელი.
ბაია იმ ძალადობის მსხვერპლი ქალების სიაში შედის, რომელიც სახლიდან მოძალადე ქმარს და დედამთილს ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად გამოექცა:
„გასული წლის ივნისი იყო, ნაცემი, ორ შვილთან ერთად სახლიდან წამოვედი. დედამთილთან შელაპარაკების გამო მეუღლემ მცემა. რა თქმა უნდა ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა. ის სიტყვიერად და ფიზიკურად ყოველთვის ძალადობდა ჩემზე. მაგრამ ვითმენდი, ავადმყოფი დედა მყავს და ჩემებს ტვირთად არ დავაწვები-თქო. შვიდი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი როგორმე სიტუაციას შევგუებოდი, მაგრამ არ გამოვიდა. მშობლებს და დებს აუკრძალეს ჩემთან მოსვლა, თავისთავად მეც მეკრძალებოდა მათთან წასვლა. ტელეფონი ორჯერ გადამიგდეს. დედაჩემს მკერდის ოპერაცია გაუკეთეს და მე მის გვერდით არ ვიყავი, წასვლის საშუალება არ მომცეს. ფიზიკური ძალადობის გარდა იყო საშინელი დამცირება, როგორც ჩემი ყოფილი მეუღლისგან ასევე დედამთილისგან. ისინი ყოველთვის ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტს, რომ ბევრი ფული ქონდათ და მაღალი წრის საზოგადოებას ხალხი იყვნენ. ოქრო წამართვეს, დედაჩემის ნაჩუქარიც კი მიითვისეს. მიზეზი ვერაფერი მოიგონეს , რადგან შვილებისთვის და ოჯახისთვის როგორადაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი. საბოლოოდ ნერვიულად და გიჟად გამომაცხადეს. რა გაეწყობა მათთვის ვიყო გიჟი.
ახლა მშობლებთან ვცხოვრობ ორ შვილთან ერთად. ყველაზე მთავარი ჩემთვის ისაა, რომ მშვიდად ვართ, ბავშვებიც აღნიშნავენ რომ იმ სახლში დაბრუნება არ უნდათ. სახლში სადაც ერთმანეთს პატივს არ ცემენ, შვილი დედას ცემს, მოხუც ბებიას დახრჩობით ემუქრება.
სახლიდან წამოსვლის შემდეგ ქმარმა სასამართლოში შეიტანა განცხადება შვილების წართმევის მიზნით. იყო საშინელი მუქარა,რომელიც დღემდე გრძელდება, ჩემი ოჯახის წევრებს ათასი რამ მოუგონეს.
დღეს ისევ გრძელდება სასამართლო პროცესები. ალიმენტის არგადახდის გამო მათი შემოთავაზება ასეთი იყო, არ დაგვაკისროთ ალიმენტი და ბავშვებზე არ ვიდავებთო. საკუთარმა მამამ ბავშვებზეც კი დაიწყო ვაჭრობა. საქმეში ცხადია სოცმუშაკი არის ჩართული და ყველაფერს აკვირდება,“-გვიყვება ბაია.
თეონაც ერთ-ერთია მსხვერპლი ქალების სიაში, რომელიც დღესდღეობით ორი წლის შვილთან ერთად თავშესაფარში ცხოვრობს:
„ჩემმა ყოფილმა ქმარმა სასტიკად მცემა. მასზე შემაკავებელი ორდერი გამოიცა, მაგრამ როგორც ვიცი ჩემი მოკვლის მუქარებს ისევ აგრძელებს. საშინელება გამოვიარე. ამას არავის ვუსურვებ. რამდენჯერმე ვცადე თავის მოკვლა, მაგრამ შვილი ვერ დავტოვე. მინდა ყველა ქალს ვუთხრა, ვისზეც ძალადობა ხორციელედება დაიცვან თავიანთი თავი და საკუთარი შვილები. „რას იტყვის ხალხის“ დრო აღარაა დამიჯერეთ. მეორედ ვერ მოხვალთ ამ ქვეყანაზე. დამიჯერეთ არავისთვის არ ღირს თავის გაწირვა,“-აცხადებს ის.
ავტორი: ლიკა ჩახუნაშვილი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოები დაასრულა.
პროექტი ითვალისწინებდა გალავნის კედლების გამაგრებით სამუშაოებს. ასევე, ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემის და საპირფარეშოების მშენებლობა- რეაბილიტაციას.
პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 1.4 მილიონი ლარია.
პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.
დასრულებული სამუშაოები ადგილზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და ტყიბულის მერმა თემურ ჩუბინიძემ დაათვალიერეს.