აპრილი 12 2019

ხანძარს გორთან ავტობანზე მამაკაცი ემსხვერპლა.


აპრილი 12 2019

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ფეისუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


აპრილი 11 2019

1. კაპიტალ გეითი–აბუ დიაბი, გაერთიანებული საემირატო


აპრილი 11 2019

დღეს,  ქალაქ ქუთაისში, ჭავჭავაძის 39ა-ში  „ბეკოს“ მაღაზიის ახალი ფილიალი გაიხსნა.


აპრილი 11 2019

თბილისის მერია ტაქსის მძღოლებს ავტომანქანების გადაღებვის ალტერნატივად თეთრი ფირის გადაკვრასაც სთავაზობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, როგორც გადაღებვა, ისე თეთრი ფირის გადაკვრა ტაქსის მძღოლებს ფინანსურ ტვირთად არ დააწვება.

 

„როდესაც დავიწყეთ ამ რეფორმაზე ფიქრი და მუშაობა, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებდით ტაქსის მძღოლების სოციალურ მდგომარეობას. ამიტომ, გადაღებვის თანხები ტვირთად რომ არ დააწვეს მათ, ამაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენ და ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს გადაღებვის სამუშაოების დაფინანსებას. ტაქსის მფლობელებს არცერთი თეთრი არ უჯდებათ ავტომანქანების გადაღებვა, თუმცა მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ შეიძლება გადაღებილი ავტომანქანა წლების შემდეგ ისეთ ფასად ვერ გაყიდონ, როგორც მათ სურთ. ამ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. აქაც მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და თუ გადაღებვა არ სურთ, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ თეთრი ფირი გადააკრან. ამასაც ჩვენ ვაკეთებთ მათი მხრიდან ყოველგვარი დანახარჯის გარეშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისი თქმით, A კატეგორიის ტაქსის მფლობელებს გადაეცემათ მანათობლები, ასევე, დედაქალაქში გამოყოფილია საპარკინგე ადგილები, რომლითაც უფასოდ ისარგებლებენ ამ კატეგორიის ტაქსები.

 

„რაც შეეხება ფირის გადაკვრას, ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც შეღებვისას, რეკლამას 2 წლის განმავლობაში, შეიძლება, ცოტა ნაკლებში, კომპანია განათავსებს და ის მიიღებს შემოსავალს, ხოლო 2 წლის შემდეგ შემოსავალი ავტომანქანის მფლობელის საკუთრება იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, საინიციატივო ჯგუფი ეთანხმება ამ რეფორმას და მას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

 

„ისინიც ამბობენ, რომ ამის გაკეთება მნიშვნელოვანია, თუმცა ითხოვდნენ, რომ ეტაპობრივად მომხდარიყო მისი განხორციელება. პარასკევს კიდევ მაქვს მათთან შეხვედრა და ვნახოთ, კიდევ რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერის თქმით, მისთვის ცნობილია ტაქსის მძღოლების აქციის პოლიტიკური მოტივების შესახებ.

 

„ვიცით, ვინ არის ამ აქციის ორგანიზატორი და უნდათ, რომ ტაქსის მძღოლები გამოიყენონ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გვქონდეს კომუნიკაცია ამ ადამიანებთან, მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის.  კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ რეფორმის განხორციელება როგორც თბილისელებისთვის, ასევე, ტაქსის მძღოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ერთი დღით ხომ არ ვცხოვრობთ, წინ ვიყურებით, მომავალს ვუყურებთ. ზოგადად, ტაქსი ქალაქის სახეა, შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული, როგორც განვითარებულ, ევროპულ ქალაქებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ტეგები:

აპრილი 10 2019

დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე “გამაფრთხილებელი” ინსტალაციები გამოჩნდა. დამტვრეული მანქანები, სავარაუდოდ “იარე ნელა” კამპანიის ფარგლებში დაიდგა და ის მძღოლებს ახსენებს, თუ როგორ შეიძლება დამთავრდეს მგზავრობა, თუ წესებს არ დაიცავენ.

 

ინსტალაციების სხვადასხვა უბანში გადაღებული ფოტოები “ფეისბუქ” მომხმარებელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 


აპრილი 09 2019

დღევანდელ ხელისუფლებას ჩემი რცხვენია, მოდიან და უჩუმრად გარბიან, პრეზიდენტს არც კი შემოუხედავს ჩემთვის, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რუსთაველის გამზირზე განაცხადა.


აპრილი 09 2019

ქუთაისში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის ჩონჩხი იპოვეს.


აპრილი 08 2019

ექიმები დიდი ხანია ეძებენ უსაფრთხო დიეტას მოხუცებულთათვის, რომელიც უზრუნველყოფს ჭარბი წონის კლებას, კუნთოვანი და ძვლოვანი მასის დანაკარგის გარეშე.


აპრილი 08 2019

8-დან 12 აპრილის ჩათვლით, პროექტი #მეხელოვნება ყველაზე მასშტაბურ „ხელოვნების დღეებს“ იწყებს, რომელსაც ორგანიზებას თეატრალურის „არტ ლაბორატორია“ გაუწევს.


გვერდი 1288 სულ 1325
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.