24 თებერვალს 18:00 საათზე, ქუთაისის, ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება.
ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე ინდოეთის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავება ნარკოდანაშაულს უკავშირდება.
რუსეთის სამსახურში ხართ, ამას ხედავს ქართველი ხალხი - შეგიძლიათ გაჰყვეთ თვითმფრინავს პირდაპირი რეისით მოსკოვში, - ასე მიმართა უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.
ივანიშვილი ვერ იტანს ქურდობას, ღარიბაშვილი იმიტომ „მოაძრო“, რომ თავისი „კასირი“ გაუჩნდა - ივანიშვილი თვლის, რომ მას პარავენ, რადგან ბიუჯეტის ფული მისია და ის ანაწილებს კონვერტებით და თუ გვერდზე შემოსავალი გაიჩინე, ამის გამო შეიძლება გაგაგდოს, მთავარია რომ ეს მანკიერი სისტემა დარჩეს და ყველამ იცოდეს, რომ ივანიშვილის ხელი აჭმევს და ამ ხელს არ უნდა უკბინოს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის ბრალის თაობაზე მის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ მიდგომას იჩენს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ საინფორმაციო სააგენტო Tass-თან ინტერვიუში განაცხადა.
უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომელიც წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან - მიღებული ცვლილებებით, ცესკოს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული, - ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს პირველი კონსტიტუციის დღეს, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანეს თარიღს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
ავდეევკას ქაოსური დაცემის შემდეგ, რუსეთი უკრაინაში წინსვლას გააგრძელებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.