აგვისტო 12 2024

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6942 ლარი ეღირება, ევრო – 2.9431 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4373 ლარი.


აგვისტო 12 2024

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქუთაისში დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება და 1040 ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცემა.


აგვისტო 12 2024

რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 1000 კმ² ჩვენი კონტროლის ქვეშ არის, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა.


აგვისტო 11 2024

ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.


აგვისტო 11 2024

ლუგარის ლაბორატორიას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ცენტრი ფუნქციონირებას შეუფერხებლად გააგრძელებს, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.


აგვისტო 11 2024

ცხინვალის რეგიონში რუსი და სეპარატისტი ძალების მიერ მისი მოტაცებიდან 19 წლის შემდეგ, გენო პეტრიაშვილი ამაყად დგას პარიზის ოლიმპიადაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.


აგვისტო 11 2024

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+102კგ) სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. პარიზის ოლიმპიადაზე ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.


აგვისტო 10 2024

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (-125 კგ) ოლიმპიური ჩემპიონია.


აგვისტო 10 2024

ორპარტიული ვიზიტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენთვის, საქართველოსთან მიმართებაში ეს ახალი ამბავი არ არის, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ლიდერმა, თინა ხიდაშელმა საქართველოში სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან ვიზიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.


აგვისტო 10 2024

განვითარება, მშვიდობიანი და ღირსეული სვლა ევროპისკენ უნდა გავაგრძელოთ, ქართული აგენტურული ოპოზიციის გამაოგნებელი და პარადოქსული ქცევა: მაშინ როდესაც პრიგოჟინის შემთხვევაში „გოუ გოუ ჟენიას“ აჟიტირებულები გაიძახოდნენ, უკრაინის ჯარის შეტევაზე და წინსვლაზე კურსკის მიმართულებით ხმას არ იღებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.


გვერდი 149 სულ 1352
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.