აგვისტო 06 2024

შეგვიძლია, ზოგადი გამოცდილებიდან ამოვიდეთ, თუ რისი გამკეთებელი და რაზე წამსვლელია „ნაციონალური მოძრაობა“. მიხეილ სააკაშვილი რძის პროდუქტების კონტეინერით შემოაპარეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა. ამაზე მეტი სირცხვილი, ღალატი არსებობს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახური რომ შემოგაპარებს ქვეყანაში არჩევნებამდე ორი დღით ადრე, სიტუაცია რომ არიო?! – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


აგვისტო 06 2024

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია კომპანია "კულინარში" იმყოფებოდნენ, სადაც საწარმოს საქმიანობას გაეცნენ.


აგვისტო 05 2024

ნურავინ დაგპირდებათ, რომ იქნება რაღაც სასწაული განათლების რეფორმა, სასწაული ჯანდაცვის რეფორმა, ამის არც დრო, არც საშუალება ექნება შეზღუდულმანდატიან მთავრობასა და პარლამენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.


აგვისტო 05 2024

თავიდან მეც ის ვიფიქრე, რომ ციხეს აჩვევენ, მაგრამ მერე დავუკავშირდი ქალბატონ ნინოს, „ვივამედის“ ხელმძღვანელს და მან დამამშვიდა ამ თვალსაზრისით, მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკეთეს და უფრო დიდ ოთახში გადაიყვანეს, სადაც, ორის ნაცვლად, უკვე სამი ოთახი აქვს და ტელევიზორიც, მგონი, თუ არ ვცდები, დღეიდან ექნება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.


აგვისტო 05 2024

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში 5-6 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 7 აგვისტოს დღისით შესაძლებელია, დაფიქსირდეს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. 7-8 აგვისტოს ქალაქის გარეუბნებში დროგამოშვებით შესაძლებელია ქარის 18-20 მ/წმ-მდე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა +32 +34 გრადუსი დაფიქსირდება.


აგვისტო 05 2024

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რომელიც რეგიონში ყველაზე მასშტაბური ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიზიდულობის ცენტრი იქნება.


აგვისტო 05 2024

მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს იქ, სადაც ეს განუწესა ქართულმა მართლმსაჯულებამ, სხვათა შორის, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლომაც, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილს განაჩენი აქვს გამოტანილი სამართლიანად და ის იხდის სასჯელს სამართლიანად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


აგვისტო 05 2024

ის, რომ რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოზე მაშინ [2008 წელს], ისევე როგორც უკრაინაზე, ეს ორი სხვადასხვარამეა: ერთი ეხება გეოგრაფიას, მეორე ისტორიას - გეოგრაფია იმას ნიშნავს, რომ ვინც საერთაშორისო საზღვარს გადალახავს, არის ის, ვინც იწყებს ომს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „უქმნის თუ არა უხერხულობას ერთ მაგიდასთან ჯდომა იმ ადამიანებთან, ვისაც წარსულში საკუთარი მოსახლეობის დაბომბვას აბრალებდა“.


აგვისტო 05 2024

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს.“


აგვისტო 04 2024

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავები წარადგინა და ხაზი გაუსვა საჰაერო ძალების განვითარების ახალი ეტაპის დაწყებას.


გვერდი 152 სულ 1352
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.