აგვისტო 09 2024

ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ სავალალო ვითარებაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მხრივ. ამის კიდევ ერთი საგანგაშო მაგალითია ახლახანს მომხდარი "შავი არქეოლოგიის" ფაქტი ოჩამჩირის რაიონში, სადაც მერკულის ნაქალაქარი გაძარცვეს, - ამის შესახებ განცხადებას „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ავრცელებს.


აგვისტო 09 2024

ვიცით, როგორ ჩამოვაშოროთ ამ ქვეყანას პრორუსული ივანიშვილის რეჟიმი და როგორ დავიცვათ თქვენი ხმები, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით როგორ უნდა წავიყვანოთ ქვეყანა წინ, როგორ უნდა იმართებოდეს ისე, რომ ერთმანეთი არ დავჭამოთ,- ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ გორში საარჩევნო შტაბის გახსნისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


აგვისტო 09 2024

უკაცრავად და, არც ერთი პრეზიდენტი ტელევიზორიდან არ გეტყვის, ტანკში ჩაჯექი და რუსეთს ომი გამოუცხადეო, მაგრამ საქართველოზე მთელი ზეწოლა იყო დახურულ კარს მიღმა თუ მოწყობილი მიტინგებით - დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა და პლურალიზმი და არა ის, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი რა წერილს მისწერს სალომე ზურაბიშვილს გასამხნევებლად! - ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.


აგვისტო 09 2024

„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)“ „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (DIPD)“ მხარდაჭერით 10 აგვისტოს ქუთაისში (მის: ბორის გაპონოვის #11 , სასტუმრო „გელათი რეზიდენსი”) დემოკრატიის ფესტივალს (DemFest) ჩაატარებს.


აგვისტო 08 2024

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-12 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.



აგვისტო 08 2024

ამერიკასთან ასეთი მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა წარმოადგენს ქვეყნის პირდაპირ ღალატს - მიუღებელი ისაა, როცა შენი ხელისუფლება, შეგნებულად და დაჟინებით ანგრევს და ანადგურებს ჩვენი წარმატების ყველა სფეროს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება აშშ-ის CDC-ის მიერ საქართველოში პროგრამების შეჩერებას.


აგვისტო 08 2024

რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა დისკუსია, ერთი მხრივ, თბილისსა და მეორე მხრივ, ცხინვალსა და სოხუმს შორის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებაშია აღნიშნული.


აგვისტო 08 2024

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს ოცნებად ჰქონდათ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილიყო. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აუცილებლად აღდგება და ასრულდება ის ოცნება, რაც აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს ჰქონდათ.


აგვისტო 08 2024

პრიმიტიულ კითხვებს მისვამთ აქ, ბავშვმაც იცის, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


გვერდი 150 სულ 1352
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.