საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7128 ლარი ეღირება, ევრო – 2.9594 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4081 ლარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბერს, საქართველოს ცალკეულ რაიონში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, 25-26 ნოემბერს გამოიდარებს და დათბება, ხოლო 27 ნოემბერს, კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.
მთლიანად ვეთანხმები „ლელოს“ მიერ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას -„გამარჯვების კოალიციამ“ უნდა გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები, სხვა პარტიებმა - თავისი და ამაში მათ წარმატებას ვუსურვებ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ბოროტმა ძალამ გუშინდელ ამბავს ღონისძიება დაარქვა. სინამდვილეში, არც მეტი და არც ნაკლები „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ქელეხი იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის ოთხდღიანი შეთანხმება ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე ამოქმედდა.
იმისთვის, რომ დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, ჩვენ გვჭირდება უპრეცედენტო ერთობა და გამარჯვების რწმენა. ვირწმუნოთ გამარჯვების და გავერთიანდეთ გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გირჩი“ არასდროს გაერთიანდება „ნაცმოძრაობასთან“. არ გვჭირდება, რომ ვინმეს ბარიერის გადასალახად შევუერთდეთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ევროპარლამენტმა 495 ხმით მიიღო რეზოლუცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ.