უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მისცეს სიგნალი რუსეთს, რომ მსოფლიო უკრაინის დახმარებით არ დაიღლება.
ღაზას მართვა მხოლოდ პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას შეუძლია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
საუკუნეების განმავლობაში ადამიანები მთელი მსოფლიოდან მოიპოვებდნენ და მრავალი დანიშნულებისთვის იყენებდნენ სხვადასხვა ფერის ძვირფას ქვებს, როგორც სამკურნალოდ, ასევე სამკაულად, სტატუსის მისათითებლად თუ სიმდიდრის აღსანიშნად.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ გუშინ საღამოს შეიტყო.
დღეს პარლამენტში მორიგი უმსგავსობა ვიხილეთ - კიდევ ერთხელ ვგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას - ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, პოლიტიკური გვამის სუნი უდის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ყველა თავისი კრიტიკოსის „მოსკოვის აგენტებად“ გადაქცევით, უკრაინის ხელისუფლება კრიზისიდან გამოსავალზე სრულ პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე იღებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი წერს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6985 ლარი ეღირება, ევრო – 2.9327 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3545 ლარი.
სამართლიანი მშვიდობის აღდგენა და რუსეთის აგრესიული წარმომადგენლობის დაშლა, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შავი ზღვრის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის სამიტზე განაცხადა.