21 ნოემბერს მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს.
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები მეტყველებს, რომ მას არ აქვს გააზრებული, რა დანაშაული ჩაიდინა და კვლავ ცდილობს 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გამართლებას.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6981 ლარი ეღირება, ევრო – 2.9482 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3653 ლარი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არასწორია. აღნიშნულის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ თეა წულუკიანს პრეზიდენტის პოსტისთვის ამზადებს, კახა კალაძეს კი, პრემიერ-მინისტრობისთვის.
მელიას, დიდი ხანია, გარიცხული ჰყავს საკუთარი თავი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობიდან, ფაქტობრივად, თავისივე გადაწყვეტილებით არის გარიცხულიც და გარიყულიც, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და, რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 20-22 ნოემბერს ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი და არსებობს მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურების საფრთხე.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წინასწარი გამოძიებით, 19 ნოემბრის მდგომარეობით, ისრაელი- „ჰამასის“ ომს 48 ჟურნალისტი ემსხვერპლა.