“რა სცენარები შეიძლება განვითარდეს საპარლამენტო არჩევნებისას?! _ ამ საკითხებზე ექსპერტებს გიორგი რუხაძესა და ვახტანგ ხმალაძეს ვესაუბრებით.
ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია, რასაც კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7098 ლარი ეღირება, ევრო – 2.9529 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4498 ლარი.
სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.
ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ თავზე გადაახია ევროკავშირს რეკომენდაციები, ვენეციის კომისიას თავისი დასკვნა და იღებენ ისეთ კანონს, რომელიც პირდაპირ მორგებულია მათ პოლიტიკურ ინტერესებზე - შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უარის თქმა ევროკავშირის რეკომენდაციებზე , - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო, ქუთაისში, კერძო სკოლა „პროგრესში“ ევაკუაცია გამოცხადდა.
მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მსხდომი ქართველები. ეს არის ის ხალხი, ვინც არის მთლიანად ივანიშვილის სინდისზე,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.