საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 დეკემბრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6979, ევრო – 3.1619, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5966 ლარი ეღირება.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები უპირობოდ იქნება მიღწეული, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.
სამარცხვინოა ის ორმაგი მიდგომები, რომლებსაც ავლენს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირი: 2001 წელს დაბადებული ჰ.კ., წარსულში ნასამართლევები: 1964 წელს დაბადებული ნ. ხ, 1977 წელს დაბადებული დ.მ., უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1977 წელს დაბადებული რ.ს. და 2003 წელს დაბადებული ი.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა.
უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს, მით უმეტეს, როდესაც პრინციპული საკითხები წყდება - ერთადერთი გეგმა არის ერთად ყოფნა, არ შეგუება,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „პალიტრანიუსს“ განუცხადა.
ვერძი
საქართველოს პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით მიიღო.
