დეკემბერი 22 2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა, გარდა ამისა, ჯაფარიძეს ჩამოერთვა პირადობის მოწმობა და პასპორტი.


დეკემბერი 22 2025

ჩვენი მთავარი მიზანი სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულებაა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.


დეკემბერი 22 2025

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 დეკემბრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7015, ევრო – 3.1697, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6292 ლარი ეღირება.


დეკემბერი 21 2025

“ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადების გაძვირება დადასტურებულია. კონკრეტულად რამდენით მოიმატებს ტარიფი, ჯერჯერობით უცნობია. სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ცნობილი გახდება საჯარო სხდომაზე, რომელიც დეკემბრის ბოლოს გაიმართება. დანამდვილებით ცნობილია, რომ წყალმომარაგების ტარიფი ამ ეტაპზე არ შეიცვლება და 2026 წლის ბოლოს გადაიხედება. რამ განაპირობა სატარიფო ცვლილება, რამდენად მყარი არგუმენტია სექტორში განხორციელებული ინვესტიციები და რაზე ჩივიან მომხმარებლები ყველაზე მეტად? - “რეზონანსის” კითხვებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია პასუხობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება.


დეკემბერი 21 2025

მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა... რომელიც მზად არის, უგალობოს, ადიდოს და მადლობდეს ღმერთს ყველა სიკეთისთვის…არასდროს დავიზაროთ მოუკლებელი ლოცვა. მაშინ, რა განსაცდელიც არ უნდა შეგვემთხვეს, ის ყოველთვის კეთილად დასრულდება, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.


დეკემბერი 21 2025

„დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.


დეკემბერი 21 2025

შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასაახალწლო და მომდევნო დღეებში - 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით - აქციის დროს მსვლელობის გამართვას ზღუდავს. გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია აქციის გასამართი ადგილისა და ფორმის შესახებ მითითებები.


დეკემბერი 21 2025

[მიმდინარე აქციები] რომ არ იყოს მნიშვნელოვანი, იძულებულები არ იქნებიან, რომ ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციების გამართვის პირობების გამოქვეყნებას გამოეხმაურა.


დეკემბერი 21 2025

ვერძი


დეკემბერი 19 2025

ზურა ჯაფარიძე და ყველა სხვა პოლიტიკური ლიდერი თუ სინდისის ტყვე, დღეს არა პატიმრები, არამედ ავტოკრატიული რეჟიმის მძევლები, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.


გვერდი 21 სულ 1369
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.