რუსმა ოლიგარქმა რუსული კანონი შემოაბრუნა - ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე გამოუტანა ვერდიქტი რუსულ კანონს, ქართველი ხალხი ასევე გამოუტანს ვერდიქტს რუსულ ხელისუფლებას, - ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ქართველ ხალხს არ უნდა რუსეთი, ქართველ ხალხს უნდა ევროპა. ყველამ ნახა გაერთიანებული საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და ახლა, რუსული ოცნება ისევ ცდილობს ხალხი დააპირისპიროს, დასტრესოს, არ სურთ, რომ ვიყოთ ერთიანები, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ რუსულ ხელისუფლებაზე!- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6777 ლარი ეღირება, ევრო – 2.9005 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3825 ლარი.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, პრეზიდენტი გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს.
შოკოლადის მდიდარი გემო და უნაზესი შემადგენლობა გულგრილს არავის დატოვებს და, რაც მთავარია, მისი მომზადება ძალიან მარტივია.
ეს სამი ნიშანი საკუთარ თავზე იმდენად შეყვარებულია, რომ ადამიანებს მათთან ურთიერთობის დამყარება უჭირთ.
უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს ომში რომელ კომპრომისებზე არის მზად წავიდეს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრული ვერსიაც 7 აპრილს გამოქვეყნდება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისი და დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულია.
„საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანები დღეს თორმეტთაგან ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხარებას აღნიშნავენ.
სახარების მიხედვით, ამ დღეს ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს, რომ ის მესიას - იესო ქრისტეს შობდა. ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისი და დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულია.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ხარების დღესასწაულს, მშვიდობას, სიკეთესა და სიხარულს უსურვებს მათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
