ერთია – ჩვენ თავად ვიცოდეთ, რომ მართლები ვართ, მაგრამ მეორეა, რომ სწორედ ამ სიმართლით შეიარაღებული წარვდგეთ მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს.
ეს იყო ქართველი ხალხის სულიერი შემართების, ერთობისა და სამშობლოსთვის თავდადების დიდი გამოვლინება... დღეს ვიხსენიებთ 9 აპრილის ღამეს დაღუპულ ჩვენს ძმებსა და დებს და ვევედრებით უფალს, რომ გაამრავლოს ჩვენში ერთობა, ურთიერთსიყვარული და თავდადება, ვინაიდან სწორედ ეს თვისებები იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და გამთლიანების დიდი საწინდარი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდზე ქადაგებისას განაცხადა.
ის, რომ ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი 8 აპრილს კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალთან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
სანქციები ნელ-ნელა უახლოვდება „ქართული ოცნების“ ელიტას. ვნახავთ, „აგენტების კანონის“ მიღების შემთხვევაში, როგორი რეაგირება ექნება არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებას, არამედ საქართველოს მოქალაქეებს, - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
35 წლის თავზეც გვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ბრძოლა იმისთვის რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა არ ჩააბაროს მტერ სახელმწიფოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა 9 აპრილისადმი მიძღვნილ მარშთან დაკავშირებით განაცხადა.
9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.
ყველას კარგად გვახსოვს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, თუ რა ძალიან დიდი თავგანწირვის, თავდადების, მსხვერპლის ფასად მოხდა ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვება. დღეს ვიხსენებთ ამ ადამიანებს და ამავე დროს, ჩვენი ისტორიისთვის ამ ძალიან მძიმე დღეს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა 9 აპრილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
