მოსკოვის ინტერესი აქ დღესავით ნათელია. როგორც ძაღლი მოინიშნავს ხოლმე თავის ტერიტორიას, ასევე იყენებს კრემლი ამ კანონს თავისი სამფლობელოს შემოსაღობად,- ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირებას.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6784 ლარი ეღირება, ევრო – 2.9018 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3834 ლარი.
„ქართული ოცნება“ რომ სხვისი ფინანსების გაუმჭვირვალობაზე საუბრობს, ეს უბრალოდ ძალიან დიდი კომედიაა. ადამიანები ამის მასშტაბს რომ ხედავდნენ, სიცილისგან ჩაბჟირდებოდნენ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
ახალგორიდან დევნილი ანა ცქვიტიშვილის ოჯახი პარლამენტის წევრს დიმიტრი ხუნდაძეს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.
საბოლოო ჯამში, კოლექტიური ბექა ოდიშარიების არსებობა ხელისუფლებაში, პრინციპში, ცუდი საერთოდ არ არის იმიტომ, რომ ბექა ოდიშარია არის დღევანდელი „ოცნების“ სახე - უღირსიც აღარ ჰქვია, სიტყვას ვერ ვპოულობ, რომლითაც შეიძლება ბექა ოდიშარიას საქციელი აღვწეროთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის ნებისმიერ მცდელობას, ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოეთის აგენტების ან გავლენის შესახებ, რადგან ეს წინააღმდეგობაშია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების ძალისხმევასთან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ივანიშვილის პარტია ებრძვის პრეზიდენტის ინსტიტუტს, რადგან ისინი ებრძვიან განსხვავებულ აზრს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მთავრობის მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის ლიეტუვაში ვიზიტზე უარის თქმასთან დაკავშირებით განაცხადა.
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი. ქალთა კვოტირების გაუქმებას დღევანდელ, 4 აპრილის სხდომაზე, მხარი დაუჭირა 85-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი 22 იყო.
