საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6069 ლარი ეღირება, ევრო – 2.8053 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2717 ლარი.
13 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მიერ კონტრშეტევის წამოწყებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ეგვიპტეში წითელი ზღვის კურორტ ჰურგადას სანაპიროსთან ზვიგენმა რუსეთის მოქალაქე შეჭამა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
მსოფლიო ვარსკვლავმა, ბრუნო მარსმა საქართველოში გასამართი კონცერტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. „საქართველო, შევხვდებით 1-ელ ოქტომბერს“, - წერს არტისტი.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას განცხადებით, ჟენევის დისკუსიებზე განიხილება საკითხი საქართველოს მიერ ძალის არგამოყენების შეთანხმების ხელმოწერის შესახებ.
ოპოზიცია უნდა იყოს კონსოლიდირებული თუ გვინდა დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, ხოლო თუ ამოცანა ერთმანეთის ლანძღვაა, თავისუფლად შეგვიძლია ეს გავაგრძელოთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
ხერსონის ოლქში წყლის დონემ კლება დაიწყო - გასული ღამის განმავლობაში წყალი დაახლოებით 20 სმ-ით შემცირდა, ადამიანებისა და ცხოველების ევაკუაცია კი გრძელდება, - ამის შესახებ ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6102 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6137 ლარი იყო.