პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურად გააქტიურება ენმ-ს სასურველ შედეგს ვერ მოუტანს - მათგან დანარჩენი ოპოზიციის დისტანცირების პროცესი გაძლიერდება და სააკაშვილის ფაქტორს “ქართული ოცნება” მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისას ისევ სათავისოდ გამოიყენებს.
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდნენ.
მე არ ვიცი, რაზე ილაპარაკეს, როცა კონსულტაციებზე შეხვდნენ, მაგრამ მინდა შევახსენო საპრეზიდენტო მხარესაც და მმართველ პარტიასაც, რომ ეს ქვეყანა არ არის არც სალომე ზურაბიშვილის და არც ირაკლი ღარიბაშვილის დუქანი!- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა.
პოლიტიკური რეალობა ასეთია: ამომრჩევლის უმრავლესობა ბუნებრივია ითხოვს მომავლის არჩევანს და რადგან "ქართული ოცნება" სტაბილურად ასოცირდება მანკიერ აწმყოსთან, ხოლო "ნაც.მოძრაობა" ასევე სტაბილურად მანკიერ წარსულთან, არც ერთ ამ პოლიტიკურ ცენტრს ელექტორალური ზრდის პოტენციალი არა აქვს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი წერს.
„სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის კლასიკური პოლიტიკური ზიგზაგი - არამდგრადობა, არაადეკვატურობა ახირებების თანხლებით. მისი მავნებლური განცხადებები იქეთ იყოს და თავის დროზე, ელჩების დანიშვნაზეც და მისთვის მინიჭებული შეზღუდული მანდატის ფარგლებშიც გამოავლინა დროებითი, სხვა ბავშვური კაპრიზები. ამჯერად საქმე ეხება კონსტიტუციურ ინსტიტუტს - საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას,“ - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
„ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია მიუხედავად იმისა, რომ ყველა შეთანხმებული ვადა უკვე ამოწურულია.
რაჭისა და სვანეთის შემდეგ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რიგით მესამე „გემო ფესტს" ქუთაისში 17-18 ივნისს გამართავს. „გემო ფესტი" ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში ჩატარდება.