საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქუთაისში, დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დაწყების ღონისძიებას დაესწრო და შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი – 2.6173 ლარი ეღირება, ევრო – 2.7992 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2489 ლარი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, პროგრამის, „განახლებული რეგიონების" ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ოლიმპიური საცურაო აუზი დაათვალიერა.
დღეს 480 დევნილი მიიღებს ბინას. დასრულდა სამი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა და ჯამში 800 ოჯახი მიიღებს ბინებს ამ უბანში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში განაცხადა.
ბოლოს მინდა ერთ საკითზე გავაკეთო კომენტარი, ბოლო დღეებია ვუყურებ თქვენს სასოწარკვეთილ ქმედებებს, ე.წ. აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა განცხადებამ ბრატისლავაში, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე თქვი, რომ უკრაინის სურვილი, ამ დიდი ომის, ერთ-ერთი მიზეზი, ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი იყო უკრაინის სურვილი, რომ გამხდარიყო, თუ გახდეს ნატოს წევრი, კარგად გახსოვთ და შემდეგ ვთქვი, რომ მე არ მინდა, ციტირება მოვახდინო რუსეთის ხელისუფლების, ანუ მათი განცხადებების, კითხვა იყო თუ როგორ ფიქრობთ რატომ დაიწყო და მე ამით ვაჩვენე, ერთი, რომ უკრაინის სურვილი ჰქონდა როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომ გამხდარიყო და გახდეს ევროკავშირის ნატოს წევრი ქვეყანა და მეორე ის იყო, რომ არ მინდოდა მომეხდინა ციტირება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 – 7 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +22, +27 გრადუსი იქნება.
ჩვენი ხედვა არის შემდეგი - ახლა ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს, ძალიან მალე ამის თაობაზე იქნება დეტალური ინფორმაცია, ქუთაისის პარალამენტის შენობა გვინდა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, ცენტრი ახალგაზრდებისთვის, აიტი სექტორში მომუშავე ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ, ეს უნდა იყოს მულტიფუნქციური, თანამედროვე, ტექნოლოგიური ქალაქი და ცენტრი, ადგილი, რომელშიც თავს მოიყრის ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა. ამის პროექტს ვამუშავებთ, ძალიან მალე იქნება ამის პრეზენტაცია, დაელოდეთ. ეს ყველაფერი დროს მოითხოვს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შინაარსიანად, ვამზადებთ, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობას შეეხებოდა.
“ჩემთვის ურთულეს დროს, ეს ადამიანი, ზუსტად ერთ დღეში გარდაისახა და წერდა: “კეკელიძე, დიდი ხანია ვიცოდი, რომ უსაშინელესი ადამიანი იყო და აუცილებელი ჩაქოლვა ეკუთვნისო”, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში და მომხმარებლებს ერთ ამბავს უზიარებს:
გასულ კვირას ჩვენ გავაჟღერეთ იდეა, რომელიც ეხება ახალი კონსერვატიული საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას სახელწოდებით „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, აღნიშნულმა იდეამ საზოგადოებაში მოიპოვა მხარდაჭერა, არის დაინტერესება და ამავდროულად, გაჩნდა კითხვები, – ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.