ამ სიტუაციაში ერთადერთი გზა არის ბრძოლა. მთელი თაობა არის ახლა განწირული ზვიგენის პატრონის ბნელეთში ცხოვრებისთვის თუ არ ჩვენ არ გავერთიანდით და არ ვიბრძოლეთ. მე მესმის, რომ ზვიგენის ხსენება არ შეიძლება, ეს სასამართლო იხილავს ზვიგენის საქმეს, ეს არის ზვიგენის საქმე და რას ნიშნავს ზვიგენზე არ ვისაუბრო?! - ასე მიმართა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო განხილვისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს, რომელმაც მას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.
ნულს პლუს ნული, უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა. როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ.
უკრაინა რუსეთთან ომში არ მარცხდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფრანს-პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოში ჩემს წინააღმდეგ საქმე უცხოელი პატრონების დავალებით შეთხზეს - ყველაფერს გავაკეთებ ქართველ და რუს ერებს შორის ძმური ურთიერთობების გასაძლიერებლად, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო გამოცემა „მოსკოვსკი კომსომოლეცთან“ ინტერვიუში განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს ქუთაისში, ბაღდათსა და ვანში 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"ეეეჰ... თუ ოდნავ მაინც დაგამშვიდებთ ქალბატონო იზა, მომწერეთ რა.... მომაკვდინებელია სამართლის მოლოდინი..." - წერს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე და ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს მიმართავს.
2020 წელს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურას მიმართავს და საქმის გამოძიების გაგრძელებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მოითხოვს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 21 თებერვლისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6760, ევრო – 3.1480, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6067 ლარი ეღირება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 20 თებერვლისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6769, ევრო – 3.1566, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6109 ლარი ეღირება.
ბაჩიაშვილის „ქეისი“ არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ მოქმედებს მაფიოზური სახელმწიფო. ბაჩიაშვილი ვერ დაარწმუნეს, სანამ მის საქმესთან დაკავშირებული ციხის უფროსის მოადგილე არ მოკლეს გარაჟში - ეს იყო ბოლო ზარი და მიხვდა, რომ სიცოცხლე ჰქონდა გადასარჩენი და ივანიშვილის დაბადების დღისთვის გააფორმა კაპიტულაცია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
