April 22, 2026

მარტი 12 2026

ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები.


მარტი 10 2026

მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1,5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისა , - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინა ინსტანციის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.


მარტი 10 2026

“რამდენ ხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში პროცესები ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. საბოლოოდ ირანის რეჟიმი რომ დამარცხდება, თითქმის დარწმუნებული ვარ. თუმცა მთავარი კითხვაა, რის ფასად დაუჯდება ეს სამყაროს.


მარტი 10 2026

“რონდელის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსისს სტატუსს აქვეყნებს:

 

"გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბრიუსელში აკრედიტებული დიპლომატების წინაშე. მან ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის და ზოგადად საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ასევე იმ საგარეო-პოლიტიკურ და სტრატეგიულ ნაბიჯებზე, რომლებიც კავშირმა უახლოეს პერიოდში უნდა გადადგას. კავშირის საერთაშორისო ქმედებებზე საუბრისას არ გამოუტოვებია ჩვენი რეგიონი. ისაუბრა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი დერეფნის, და, კერძოდ, ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირების მანძილის 30-დან 15 დღემდე შემცირების თაობაზე. მან აქვე ხაზი გაუსვა, რომ ეს მარშრუტი გაივლის ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მტრობდნენ ერთმანეთს და მათი მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტი გახდებაო. ანუ, ამით მიანიშნა, რომ დერეფნის ძირითადი ხაზი სომხეთსა და აზერბაიჯანზე გაივლის. საქარზთველო მას აქ არ უხსენებია. მეორე, მნიშვნელივანი თემა, სადაც ჩვენ ასევე აღარ გამოვჩნდით, არის ევროკავშირის გაფართოება. ქ-მა ფონ დერ ლაიენმა, აღნიშნა, რომ გაფართოება იდეოლიგიური საკითხი კი არა, არამედ ინტერესისა და უსაფრთხოების თემააო. ანუ ამით ხაზი გაუსვა, რომ რეფორმების დაუსრულებლობის გამო ქვეყნების მიღება არ უნდა შეფერხდესო, თუ ამას დღევანდელობის ეგზისტენციური აუცილებლობა გვკარნახობსო. და, ამ კონტექსტში მან ახსენა დასავლეთ ბალკანეთი, უკრაინა და მოლდოვა - მათი გაწევრიანება უნდა დაჩქარდესო. ის, რომ საქართველო 2030 წელს მათ "წამოეწევა და ყველას გადაასწრებს", რატომღაც არ უთქვამს. ისე შეეძლო წაეღიღიღინა მაინც: "არის ასეთი (სუვერენული) ქვეყანა - მას საქრთველო ქვიაო" ან "ერი გულადი, პურადი..." მოკლედ, "ვერ გაიგეს რა ხალხი ვართ...", თუმცა არა, მგონი გაიგეს უკვე, რომ "ჩვენ თავისუფლებას არანაირ სიკეთეებზე არ გავცვლით" და დაგვანებეს თავი..." - წერს კახა გოგოლაშვილი.


მარტი 08 2026

ილია თოფურია UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება. 15 ივნისს ქართველი მებრძოლი ვაშინგტონში, თეთრ სახლში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის დაუპირისპირდება, – ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.


მარტი 08 2026

ისრაელმა ომის შემდეგი ფაზის ფარგლებში ირანის ნავთობის საცავები დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.


მარტი 07 2026

ირა­ნის მმარ­თველ რე­ჟიმ­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო რყე­ვე­ბია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვეყ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი სამ­ხედ­რო ფი­გუ­რა, ელი­ტა­რუ­ლი "ყუდსის ძა­ლე­ბის" ლი­დე­რი, ბრი­გა­დის გე­ნე­რა­ლი ეს­მა­ილ ყა­ა­ნი, შე­საძ­ლოა სა­კუ­თა­რი რე­ჟი­მის მსხვერ­პლი გახ­და. მას ბრა­ლად ედე­ბა ღა­ლა­ტი და აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნეი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა.


მარტი 07 2026

ისტორია გვასწავლის, რომ სწორედ რთულ დროში მეგობრობა, მორალური სიმტკიცე და ტერორისა და ძალადობის მიმართ მკაფიო პოზიცია, არის ის ღირებულებები, რაც ხალხებს შორის კავშირებს განამტკიცებს - მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს,- ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.


მარტი 07 2026

უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავისი ვალდებულებები დაარღვიეს - მტკიცედ მოვუწოდებთ ამ პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს და აქვეყნებს ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რა ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში გრანტებთან დაკავშირებით.


მარტი 07 2026

სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების­ რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით - დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.


გვერდი 10 სულ 1379
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.