მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, თანამშრომლების მიმართაც და სამწუხაროდ, ერთი თანამშრომელი არის ამჟამად დაკავებული. ხელი არ უნდა შევუშალოთ გამოძიებას მუშაობაში, იმიტომ, რომ შესაძლოა სხვა პირების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის ფაქტზე მიმდინარე საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა კითხვაზე, თუ რატომ არ ეკეთათ პატიმრებს ხელბორკილები კლინიკაში.
ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად პატრიარქი აბსოლუტურად ზუსტად წარმართავს არამარტო სინოდის სხდომას, არამედ ეკლესიის მართვა - გამგეობას - არასდროს მოხდება, რომ პატრიარქი გადადგეს, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დასრულების შემდგომ განუცხადა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, პატიმრის ოჯახის წევრებმა საწვავი გადაისხეს და ცეცხლი წაიკიდეს.
„ავერსის“ კლინიკაში, საიდანაც სამი პატიმარი გაიქცა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7149 ლარი გახდა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია მოქალაქეების წინაშე ანგარიშით წარდგა.
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი რაჭა- ლეჩხუმის სოფელ ზუბის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მასპინძლობდა.
ქუთაისი შეუერთდა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს ლიტერატურის მიმართულებით.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის ხიდის აღდგენა გვინდაო, სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი აღადგინეთ, ის ჯობს, ხალხმა ისარგებლოს, გადავიდეს-გადმოვიდეს და მერე იფიქრეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის ხიდების აღდგენაზე, - ამ სიტყვებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, დავით კირკიტაძემ უმრავლესობის წევრებს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა.
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საქმეებზეა ბრალდებული და მისი განცხადებები იმ შოუს ნაწილია, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში კლინიკიდან დგამს.
