"მაქვს თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია" - ირაკლი კობახიძე

მე მაქვს თორნიკესთან დაკავშირებით ინფორმაცია, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით - მადლობა ღმერთს, ის არის კარგად,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ეს გვაინტერესებს ყველას და შესაბამისად, ვკითხულობთ მასთან დაკავშირებით ინფორმაციას. თორნიკე არის კარგად, მადლობა ღმერთს, ის არის კარგად“, - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, გაიგო თუ არა პრემიერმა რიჟვაძესთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის მიზეზი, კობახიძემ განაცხადა, რომ ამ თემას ვერ განიხილავს.

„მე ამ თემაში იცით, რომ ვერ შევალ - ძალიან სამწუხარო მოვლენა იყო და მადლობა ღმერთს, თორნიკე გადარჩა, არის ჯანმრთელად და კარგად“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს თვითმკვლელობა სცადა. მას გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

წაკითხვა 73 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.