რაც უფრო დიდია საერთაშორისო კონსენსუსი, რომ მამაჩემის სიცოცხლე საფრთხეშია, მით უფრო გაიზრდება შანსები მისი საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაჟმა სტრასბურგში, Renew Europe -ის პოლიტიკური ჯგუფის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა.
ქუთაისში ევროპის ჩემპიონატის უკუთვლის საათი ჩაირთო.
უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მეწყერული ფერდის გამაგრების სამუშაოებისას უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.
მერაბიშვილი რაც ნაკლებს ილაპარაკებს, მისთვის უკეთესი იქნება, გაჩუმდეს და ხმა არ ამოიღოს, არც აქციის ორგანიზატორი იყო და არც მის დაძახილზე გამოსულა ვინმე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
უფრო ძლიერი და თავდაჯერებული ჩინეთი მსოფლიო წესრიგისთვის „სისტემური გამოწვევაა“, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.
„ხალხის ძალამ“, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, კომპრომისით ძალა აჩვენა, აქციის ორგანიზატორებმა კი არშემდგარი, მათთვის ნანატრი რევოლუციის სურვილით – სისუსტე, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას ქვეყანაში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასა და ოპოზიციის მიზნებზე ისაუბრა.
100 დღე მასშტაბური საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოში.
ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ მათი ამოცანა, მიზანი არის ხელისუფლების გადატრიალება, შეცვლა და ომის დაწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთლიანობაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჩვენი ჰუმანური სახე, ჩვენი დემოკრატიულობა, ამავდროულად ჩვენი ხელისუფლების სიმტკიცე, სიძლიერე. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს მაგარ პოლიციას. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საპარლამენტო გუნდს, უმრავლესობას, პარტიის, პარლამენტის თავმჯდომარეებს, ყველას, ძალიან რთული დღეები იყო მათთვისაც, მაგრამ ჩვენ ყველამ კოლექტიურად მივიღეთ ეს გადაწყვტილება და ვთქვით, რომ ეს არის ერთადერთი სწორი, გონივრული და ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
