არავის ესმის, რატომ გადაწყვიტეს უეცრად, რომ ეს კანონპროექტი რამენაირად სასარგებლო იყო ამ ეტაპზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
წინააღმდეგობის აქტი დღეს, 9 მარტს საღამოს 7 საათზე ცოცხალი ჯაჭვი და აქცია ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება. ის უნდა ჩავარდეს სესიაზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე წერს.
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას ეხმაურება:
საქართველოდან ქვეყნის მოქალაქეების გადინება ყოველწლიურად გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ეკონომიური სიდუხჭირე და სოციალური პრობლემები დღემდე ერთ–ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ქართველები ემიგრაციაში მიდიან.
რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია არ/ვერ გაიწვევა განცხადებით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში იურისტი ლევან ალაფიშვილი წერს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას ეხმაურება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7-8 მარტს პოლიციამ ჯამში, 133 პირი დააკავა.
კანონის მიღებით, საქართველო შეუერთდება არადემოკრატიული და ავტორიტარული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სიას, როგორიცაა ბელარუსი, ტაჯიკეთი და აზერბაიჯანი, რომლებმაც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის შესახებ რუსული კანონის ასლი შექმნეს, - ამის შესახებ BBC-ი წერს, რომელიც თბილისში ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება.
უსაზღვრო მამაცობაა. ჩემი სრული მხარდაჭერა ყველას, ვინც საქართველოში მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მცდელობებს აპროტესტებს, - ამის შესახებ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი „ტვიტერზე“ წერს, სადაც თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში 7 მარტს, პარლამენტთან გამართულ აქციას სოციალურ ქსელში აფასებს:
