21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს დღე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან ერთად აღნიშნეს. თვითმმართველობის წევრებმა პატარებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონი ევრო დააკისრა.
„თუ გადავრჩები, ეს პოლონეთის დამსახურება იქნება, პოლონელი ექიმების მისია ჩემი ბოლო შანსია“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.
დათო ტურაშვილის, გიორგი კეკელიძის, დათო გორგილაძის აშკარა დევნით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი იღრმავებს მორალურ იზოლაციას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ნოდია წერს.
ჩემი მინისტრობის პერიოდში პროფესიული განათლება გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, „ვივამედის“ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილს ერთი საათის განმავლობაში ესაუბრა. მისივე თქმით, სააკაშვილს დაუდასტურა, რომ მასთან დაკავშირებით შენარჩუნდება მონიტორინგის ყველა მექანიზმი, რაც სახალხო დამცველის აპარატში არსებობს.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ბადახოსში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრები 38:11 დაამარცხა და ტიტული მეთხუთმეტედ მოიპოვა.
რუსეთის ფედერაცია მიესალმება ჩინეთის მზადყოფნას, ითამაშოს კონსტრუქციული როლი უკრაინის კრიზისის მოგვარებაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა ჩინურ გამოცემა „ჟენმინ ჟიბაოში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, სახელწოდებით – „რუსეთი და ჩინეთი – პარტნიორობა მომავლისკენ“.
ალექსი პატრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა, ხომ არ არის საქართველოს უკრაინიზაცია, მეორე ფრონტის გახსნა ის მთავარი მიზანი, რომლისკენაც ქართული პოლიტიკის ხელოვნური პოლარიზაცია არის მიმართული, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.
