დეკემბერი 21 2022

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ამხილა. აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.


დეკემბერი 21 2022

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სამი დღის წინ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მანუჩარ გულიტაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.


დეკემბერი 20 2022

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6667 ლარი ეღირება, ევრო – 2.8368 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2443 ლარი.


დეკემბერი 20 2022

ქუთაისის სპორტის სასახლეში დასრულდა ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილისა და მსოფლიო ვიცე-ჩემპიონის აკაკი კიბორძალიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში.


დეკემბერი 20 2022

ქუთაისში 2023 წელს USAID-ის კიდევ ერთი პროგრამის განხორციელება დაიწყება. ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი პროგრამა შეიქმნა საქართველოში დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის მიზნით.


დეკემბერი 20 2022

ზელენსკის მიმართვა ქართველ ერს - ცოტა ხმამაღლა ხომ არ ჟღერს?! საერთოდ როგორ ბედავს ქართველ ხალხს მიმართოს, ვინ მისცა ამის ან ლეგიტიმაცია ან მორალური უფლება?! იმ ხალხს, ვისაც დაწყებული სააკაშვილის შეფარებით და თანამდებობაზე დანიშვნით პერმანენტულად შეურაცხყოფას აყენებდა! რა ნამუსით მიმართავს ერს, რომელსაც ერთი მადლობაც კი არ უთხრა უპრეცედენტო სოლიდარობისთვის! - ამის შესახებ მოძრაობა „აი ია“-ს წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


დეკემბერი 20 2022

21 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს. 21 დეკემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


დეკემბერი 20 2022

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ერთ-ერთ ტელევიზიის ეთერში ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


დეკემბერი 20 2022

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს: 2022 წლის 31 მაისს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით კლინიკა „ვივამედის“ მიერ ჩატარდა ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა ლაბორატორია „მრჩეველში“. 2022 წლის 10 ივნისს მიღებული შედეგების მიხედვით, ყველა მაჩვენებელი იყო ნორმაში, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.


დეკემბერი 20 2022

რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მინსკში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


გვერდი 503 სულ 1385
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.