რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს, თუმცა სანქციები პანაცეა არ არის და ომს მხოლოდ სანქციები ვერ შეაჩერებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
სიღარიბე და უმუშევრობა, ბუნებრივია, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მთავრობისთვის. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ სიღარიბის დამარცხება და უმუშევრობის შემცირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პროექტი „ტრანსკავკასიური ბილიკი - საზღვართაშორისი ტურიზმის განვითარება,“ რომელსაც ჩეხური ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ რვა თვის განმავლობაში ახორციელებდა, რეგიონულია და მიზნად ისახავდა საქართველოსა და სომხეთს შორის სოფლის მეურნეობისა და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით ახალი ქსელის განვითარებას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი რუსი ბლოგერისა და უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 4 იანვარს გლობალური აქციის მოწოდებით გამოვიდა.
არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს, ეს არის მიზანმიმართულად დადგმული სპექტაკლი, რომლის მთავარი შემოქმედი და მონაწილე გახლავთ თავად მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
პარტია „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ერთ-ერთი მედიის ეთერში შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თავის დროზე „გირჩმა“ მის პარლამენტიდან გარიცხვას მხარი დაუჭირა, სიმართლეს არ შეესაბამება.
კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში არსებული დაძაბულობის გამო, სერბეთმა შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სერბეთის თავდაცვის მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი ავრცელებს.
შობის ღამეს, როცა უკრაინელი კათოლიკეები დღესასწაულის აღსანიშნავად ლვოვის ლათინურ საკათედრო ტაძარში შეიკრიბნენ, ელექტროენერგია გათიშული იყო. სამწუხაროდ, შობის მეორე დღეს, მაცხოვრებლები კვლავ საჰაერო თავდასხმის განგაშის ხმამ გააღვიძა. რუსეთი დღესასწაულის დროსაც განაგრძობდა უკრაინის სამოქალაქო ცენტრების დაბომბვას. შობის ღამეს, ხერსონში, თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
რატომ აუქმებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას აუქმებს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
