ნოემბერი 11 2022

“ფრონტის ხაზზე ახლა ყველაზე ცხელი წერტილი დონეცკია, სადაც უკრაინის ხელისუფლების თქმით, ოკუპანტების აქტიურობა უკიდურესად მაღალ დონეზეა და მთელს ფროტზე მძიმე მდგომარეობაა. თუმცაღა, როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ბახმუტისკენ აქტიურობა დიდი ალბათობით რუსეთის შიდა გადაჯგუფებას უკავშირდება და დიდი გასაქანი არ აქვთ.


ნოემბერი 11 2022

“პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდა პარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდა პარტიული არჩევნები ყველა დონეზე. ვითხოვთ ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, ახლიდან აირჩეს პოლიტიკური სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაც მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები”, - ასეთია “ნაციონალური მოძრაობის” ერთი ნაწილის პოზიცია, რომელიც ნიკა მელიას ღიად დაუპირისპირდა.


ნოემბერი 10 2022

სამწუხაროა, როცა ხედავ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით მუშაობენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.


ნოემბერი 10 2022

მინდა, მივმართო წულუკიანს და „ქართული ოცნების“ თაღლითების კორპორაციას, ეგენი უკვე საერთაშორისო თაღლითები არიან და ყველამ იცის, რომ გადამგდებები არიან. იტყუებიან, თითქოს რეკომენდაციას ასრულებენ, ბუტაფორიული ცვლილებები შემოიტანეს და უნდათ, რომ შემდეგ ევროპარლამენტარებს დააბრალონ კანდიდატის სტატუსის ვერმიღება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.


ნოემბერი 10 2022

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, არჩევნების დღე კარგი დღე იყო დემოკრატიისთვის, თუმცა შედეგებმა აჩვენა, რომ ამერიკელები კვლავინდებურად იმედგაცრუებული არიან. პრეზიდენტის თქმით, მას ესმის ამომრჩეველთა იმედგაცრუების, რადგან „ძალიან რთული რამდენიმე წელი იყო ქვეყანაში მრავალი ადამიანისთვის“. ბაიდენმა გაიხსენა „კოვიდ-19“-ის პანდემია და ეკონომიკური კრიზისი.


ნოემბერი 10 2022

ქვეყანაში ვერ მოახდინეს არეულობა და მოუწიათ პარტიის შიგნით, რაც ღიმილის მომგვრელია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.


ნოემბერი 09 2022

გერმანულ გაზეთ „ჰანდელსბლატში“ (Handelsblatt) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დანაწილებული ქვეყანა: საქართველომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს“ (ავტორი - მარეიკე მიულერი), რომელშიც გადმოცემულია საქართველოში (თბილისში) მყოფი ჟურნალისტის მიერ დანახული პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია, ქართველების განწყობა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დამოკიდებულება რუსეTისა და დასავლეთის მიმართ.


ნოემბერი 09 2022

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილ ჟურნალისტსა და მეგობარს, ლევან იგივე ჯაკო ჩხაიძეს იხსენებს.


ნოემბერი 09 2022

საქართველოს პროკურატურამ, შვიდი ქვეყნის წარმომადგენლების ჩართულობით, სამი ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა - ამის შესახებ ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში  ექსპერტი გია აბაშიძე წერს.


ნოემბერი 09 2022

მსურს ყველამ იცოდეს - მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში. მითუმეტეს შიდა პარტიულ არჩევნებში და მითუმეტეს მაშინ, როცა არც თუ ისე ცოტა სათქმელი დამიგროვდა. პატივისცმით, ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ, როდესაც გნებავთ, მე მზად ვარ ამ არჩევნებისათვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.


გვერდი 507 სულ 1362
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.