May 14, 2025

მაისი 25 2022

ჩვენი ქვეყანა პარალიზებულია არა შიშით, არამედ იარაღის ლობით და პოლიტიკური პარტიით, რომლებმაც არ გამოავლინეს მზადყოფნა რაიმე გზით იმოქმედონ, რაც ხელს შეუწყობს ამ ტრაგედიების თავიდან აცილებას, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაქ ობამა “ტვიტერზე“ წერს, რითაც ტეხასის დაწყებით სკოლაში მომხდარ სროლას ეხმაურება.


მაისი 25 2022

ბავშვის დაკარგვა იგივეა, თითქოს სულის ნაჭერი ამოგლეჯილი გაქვს. როდის ვაპირებთ, ღვთის სახელით, წინ აღვუდგეთ იარაღის ლობს? - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლიდან გამოსვლისას განაცხადა, რითაც ის ტეხასის სკოლაში მომხდარ სროლად გამოეხმაურა.


მაისი 24 2022

ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ თომას ჯეფერსონის ქვეყნის დიპლომატები ახორციელებდნენ ჩარევას სასამართლოს დამოუკიდებლობაში - რაც არის წარმოსადგენი "ნაცმოძრაობისთვის", ლომჯარიასთვის და სხვებისთვის, ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი, მათ ეტყობა არ იციან, რა ღირებულებებზე დგას აშშ თომას ჯეფერსონიდან მოყოლებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის შეფასებებს ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის აშშ- ში დაგეგმილი ტრენინგიდან მოხსნის თაობაზე.


მაისი 24 2022

ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, მიჭირს გადაადგილება და ძირითადად წოლით რეჟიმში ვიმყოფები, - ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს წაუკითხა.


მაისი 24 2022

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში დათის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს.


მაისი 24 2022

"ლელოს" საპარლამენტო გუნდის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციამ საჯაროდ გააკეთოს ჩამონათვალი, თუ რას არ აკეთებს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად და სანქციებთან მიმართებაში.


მაისი 24 2022

ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


მაისი 24 2022

ფემიციდი, იგივე ფემინიციდი - ეს არის მამაკაცთა მხრიდან ქალებზე ძალადობისა და მათი მკვლელობის აღმნიშვნელი სახელდება. ფემიციდი საქართველოში გახშირებულია,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი წერს.

 

მისივე თქმით, მოძალადე კაცებში ამას განაპირობებს ბავშვობისდროინდელი ტრავმები, არასწორი აღზრდა, ოჯახურ ძალადობრივ გარემოში ყოფნა და სტერეოტიპული განწყობა, რომელიც ეფუძნება პატრიარქატის, როგორც მამაკაცთა უპირატესი როლის თავისებურ გაგებას, ქალის მესაკუთრეობას.

 

"არსებობს სხვა ფაქტორებიც.

 

ისეთ საზოგადოებაში, სადაც ქალის როლი დაკნინებულია ან მამაკაცთან საკმარისად არ არის გათანაბრებული, ფემიციდის შემთხვევები გახშირებულია.

 

სამწუხაროდ, საქართველოში ქალის როლი საკმარისად გათანაბრებული არ არის. მაგალითად, ეს კარგად ჩანს მშობლების განწყობაში მემკვიდრეობითი ქონების გადაცემის დროს, როცა ისინი უპირატესობას უფროს ვაჟს ანიჭებენ. თუმცა, კანონით მშობლების ქონება ყველა მემკვიდრეზე თანაბრად ნაწილდება.

 

ფემიციდის მაგალითებია ბოლო დღეების ფაქტები, როცა ერთმა ქმარმა ცოლი ავტობუსში შვილების წინ მოკლა, მეორემ კი გაჩერებაზე დაჭრა.

 

ძალადობრივ გარემოში და ქალის მესაკუთრეობის ტრადიციითა თუ განწყობით  გაზრდილი მამაკაცები ვერ უშვებენ იმას, რომ მათ ცოლებსაც აქვთ უფლებები, მათაც შეუძლიათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, მუშაობა, სწავლა, უკმაყოფილების გამოხატვა, გასართობად წასვლა და ასე შემდეგ.

 

ქალის უფლებების მიუღებლობა კონფლიქტებისა და ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მიზეზი ხდება. ზოგ შემთხვევაში მკვლელობით მთავრდება.

 

რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, ქალმა გვაზიარა ქრისტეს, თამარ მეფე გვყავდა, ეს პრობლემას ვერ გადაფარავს.

 

ჩვენ კაცებს არ უნდა შეგვეშინდეს ქალის როლის გაძლიერება, მათი უფლებებისა და თანასწორობის აღიარება, მათთვის მეტი შესაძლებლობების მიცემა, მათ შორის პოლიტიკაში. 

 

რაღაცები უნდა შევცვალოთ აღზრდაშიც.

 

აუცილებლად ვასწავლოთ ვაჟებს, რომ არ შეიძლება ქალების დაჩაგვრა, მათი როლის დაკნინება და ავუხსნათ, რომ ქალებთან მესაკუთრეობით ურთიერთობა ჯანსაღი არ არის. ხოლო გოგონები აღვზარდოთ ისე, რომ პატარაობიდანვე იცოდნენ საკუთარი უფლებები და მათი დაცვა.

 

#არაქალკლა"-წერს გოგა ჩანადირი.


მაისი 24 2022

მოსკოვი ყურადღებას გაამახვილებს ჩინეთთან კავშირების განვითარებაზე და შეწყვეტს დასავლეთიდან მომარაგებაზე დამოკიდებულებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.


მაისი 24 2022

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ნათია თურნავას კანდიდატურა წარუდგინა.


გვერდი 543 სულ 1322
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.