რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ვინიცის დაბომბვას 12 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრის დაბომბვის შედეგად კიდევ 25-მა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.
კანდიდატის სტატუსი არ გულისხმობს დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას, ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებთან შედარებით - ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ეჩმა კარლ ჰარცელმა კითხვას - რას ნიშნავს რეალურად „კანდიდატის სტატუსი“ და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქვეყანას, მაგალითად, აქვს წვდომა სპეციალურ პროგრამებზე.
ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს. ევროკავშირის ფარგლებში, საოჯახო სამართალი ევროკავშირის ქვეყნების კომპეტენციის ქვეშ რჩება და, შესაბამისად, ქორწინებასთან დაკავშირებული წესები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება, - ასე პასუხობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მოქალაქეების კითხვას - თუ თქვენ იცნობთ საქართველოს ისტორიას და პატივს სცემთ მის ტრადიციებს, რატომ სთხოვთ მთავრობას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას?
საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში უკრაინელ ხელოვან ქალთა ნამუშევრების გამოფენას ,,ჩამოქცეული ცა“ უმასპინძლა.
რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაეროს ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების შედეგად მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება იქნა მიღწეული.
დესერტების მრავალფეროვანი არჩევანი, ცომეულის მოყვარულთათვის კი ფაფუკი ცომი და არომატებით დახუნძლული შიგთავსი ,- საკმაოდ რთულია ჩვენს ქალაქში (ქუთაისში) იპოვოთ ადგილი, სადაც ჭეშმარიტად გემრიელ გემოებს დააგემოვნებთ.
არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“ კვლავ რჩება გლობალური მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად. როგორც დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი საგანგებო კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა, ვირუსის მიმდინარე ევოლუცია და ზოგიერთ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა აჩვენებს, რომ სიტუაცია კვლავ საგანგებოა.
ქუთაისის მერია მოსწავლეთა ბანაკის „ლიდერთა სკოლა 2022“ მონაწილეთა შერჩევას იწყებს.
